https://sputnik-georgia.com/20240907/rogor-seicvala-mseneblobis-rirebuleba0saqartvelosi-axali-statistika-289785013.html
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
თვიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 5,4%-ით გაზრდის ხარჯზე. 07.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-07T20:33+0400
2024-09-07T20:33+0400
2024-09-07T20:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3dc629c1027c56cf23d0ab20ac10a752.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის ივლისში, მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით, 0,9%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.უწყების ცნობით, თვიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 5,4%-ით გაზრდის ხარჯზე.2024 წლის ივლისში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა7,8%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 24,5%-ით გაზრდით.მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7b172e72a7805d71225f8d47e2363515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა
თვიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 5,4%-ით გაზრდის ხარჯზე.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის ივლისში, მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით, 0,9%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 5,4%-ით გაზრდის ხარჯზე.
2024 წლის ივლისში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა7,8%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 24,5%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.