https://sputnik-georgia.com/20240907/qutaisis-saertasoriso-universiteti-30-atasamde-studentis-mirebas-sezlebs-289782337.html
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 30 ათასამდე სტუდენტს მიიღებს - პრემიერი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 30 ათასამდე სტუდენტს მიიღებს - პრემიერი
Sputnik საქართველო
უახლოეს მომავალში საზოგადოებას საქართველოს მომავალი ოთხწლიანი განვითარების გეგმა წარედგინება, განაცხადა პრემიერმა 07.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-07T13:36+0400
2024-09-07T13:36+0400
2024-09-07T13:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249196683_0:88:1680:1033_1920x0_80_0_0_51a8e25326200c374de643588d1878ed.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2028 წლისთვის, ინფრასტრუქტურის გაფართოების შემდეგ, 30 ათასამდე სტუდენტის მიღებას შეძლებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.დასავლეთ საქართველოს უმსხვილესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), პირველი სტუდენტებს კარი 2020 წელს გაუღო.პრემიერის თქმით, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას, ხოლო ამ გეგმას თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს.კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენა საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება და კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტის ავტორი და მეცენატია ბიძინა ივანიშვილი.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249196683_94:0:1587:1120_1920x0_80_0_0_19adecdff08f28a0160eb8d46c7d54c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , ბიძინა ივანიშვილი , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , ბიძინა ივანიშვილი , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, განათლება საქართველოში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 30 ათასამდე სტუდენტს მიიღებს - პრემიერი
უახლოეს მომავალში საზოგადოებას საქართველოს მომავალი ოთხწლიანი განვითარების გეგმა წარედგინება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2028 წლისთვის, ინფრასტრუქტურის გაფართოების შემდეგ, 30 ათასამდე სტუდენტის მიღებას შეძლებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დასავლეთ საქართველოს უმსხვილესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), პირველი სტუდენტებს კარი 2020 წელს გაუღო.
„მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის 30.000-მდე სტუდენტის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას, ხოლო ამ გეგმას თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს.
კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენა საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება და კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს 2 განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტის ავტორი და მეცენატია ბიძინა ივანიშვილი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.