ქართველებმა ჩეხებს მეორე გოლი გაუტანეს

© photo: Sputnik / Stringerჩეხეთი-საქართველო. გიორგი ჩაკვეტაძე
ჩეხეთი-საქართველო. გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2024
გამოწერა
შეხვედრის პირველი გოლი 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩში ჩეხეთს ანგარიშით 2:0 უგებს.
შეხვედრის პირველი გოლი 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ალბანეთს სტუმრად შეხვდება. 2024/2025 სეზონის უეფას ერთა ლიგის პირველი წრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
7 სექტემბერი, საქართველო-ჩეხეთი,
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0