საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2024
გამოწერა
ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში მუშაობდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 86,8 მლრდ ლარს შეადგენდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2024 წლის ივლისის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 13 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15 პროცენტია.
2024 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში მუშაობდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს ორი ციფრული ბანკის - „ჰეშ" და „პეივ ჯორჯია" - მონაცემები, რადგანაც ეს ციფრული ბანკები სატესტო რეჟიმში ოპერირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0