საქართველოს რამდენ მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის უფლება უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნებზე

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2024
გამოწერა
საქართველოს კანონმდებლობით, საკონსულო აღრიცხვა სავალდებულო პირობაა საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. 29 აგვისტოს მდგომარეობით, უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე თითქმის 67 ათასი სრულწლოვანი მოქალაქეა აყვანილი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს კანონმდებლობით, საკონსულო აღრიცხვა სავალდებულო პირობაა ხმის მისაცემად. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ. ხმის მიცემა შეეძლებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც რეგისტრაციაზე განაცხადს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგაც შეიტანენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულოში რეგისტრირებული იყო 66.997 სრულწლოვანი მოქალაქე. 2024 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოს ზრდასრული რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა 4512 ადამიანით გაიზარდა.
სულ საკონსულოში რეგისტრირებული იყო 68.575 მოქალაქე, აქედან 1.578 არასრულწლოვანია.
სწორედ საკონსულოში დარეგისტრირებულთა სიები გახდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საფუძველი: ისინი იმ შემთხვევაში გაიხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, თუ საკონსულოში რეგისტრირებული იქნება მინიმუმ 50 ადამიანი და მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ. საქართველოს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იღებს განახლებულ ინფორმაციას საკონსულოში რეგისტრირებული პირების რაოდენობის შესახებ.
აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით, ისე იმ ქვეყნის საელჩოსა ან საკონსულოში, სადაც მოქალაქე იმყოფება. ამასთან დიპლომატიურ მისიაში მისვლა სავალდებულო არ არის, საკმარისია განცხადების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა. აღნიშნული პროცედურა სრულიად უფასოა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინსტრუქცია, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ყველა ახალი ამბავი
0