რატომ უტევს შეერთებული შტატები რუსულ მედიას - ფრანგი პოლიტიკოსის აზრი

© photo: Sputnik / Флоренс Галле / გადასვლა მედიაბანკშიАкции против карантинных ограничений в Европе
Акции против карантинных ограничений в Европе - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2024
გამოწერა
რუსულ მედიაზე თავდასხმით ისინი თავს ესხმიან სიტყვის თავისუფლებას, განაცხადა „პატრიოტების“ ლიდერმა.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ და სანქციები რუსული მედიის, მათ შორის სატელევიზიო არხ RT-ის მიმართ, განპირობებულია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მაღალი შანსებით, ამბობს ფრანგი პოლიტიკოსი, პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო.
„სიღრმისეული სახელმწიფო – ეს არის მანკიერი შხამი. მან იცის, რომ ტრამპს აქვს გამარჯვების ძალიან კარგი შანსი და ამიტომ ძველ ხრიკებს იყენებს! არავის მოტყუება აღარ შეიძლება: ჩვენს ცხოვრებაში ერთადერთი ჩარევა – ეს კორუმპირებული ოლიგარქიაა და სწორედ ის უნდა განიდევნოს“, – წერს ფილიპო X-ზე.
მისი თქმით, „წარმოუდგენელია“, რომ რუსეთს ისევ ადანაშაულებენ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, როგორც ეს 2016-ში ხდებოდა, „მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ეს ბრალდებები ოფიციალურად იყო უარყოფილი“.
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს სანქციები დაუწესა მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“, „რია ნოვოსტის“, RT-ს, Sputnik-სა და Ruptly-ს. ახალი სანქციები შეეხო მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და RT-ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანსა და ამ ტელეარხის რამდენიმე ტოპ მენეჯერს.
ყველა ახალი ამბავი
0