სარკინიგზო ინციდენტი დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

© AP Photo / Mosa'ab Elshamyკლინიკაში
კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2024
გამოწერა
დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი შტადლერის მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, განუცხადა ჟურნალისტებს „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ უსაფრთხოების ინსპექტორმა პაატა ნინუამ.
სამშაბათს დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი შტადლერის მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რა დროსაც ორი რკინიგზელი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ისინი ადგილზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
„ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, -აღნიშნა პაატა ნინუამ.
რაც შეეხება შემთხვევას, ნინუას თქმით, „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ სარკინიგზო შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს და თუ გაირკვევა , რომ თუ ეს არის ადამიანის დაუდევრობის ან არაპროფესიონალიზმის ბრალის ბრალია, მისი დასრულების შემდეგ ორგანიზაცია უცილებლად მოითხოვს მის მკაცრად მოვითხოვს დასჯას.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0