https://sputnik-georgia.com/20240905/saqartvelo-milanis-legendebis-matcze-biletebis-gayidva-iwyeba-289749629.html
საქართველო-მილანის ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება
საქართველო-მილანის ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება
Sputnik საქართველო
„მილანის“ ლეგენდები საქართველოს ნაკრების ვეტერანებს თბილისში 21 სექტემბერს შეხვდებიან 05.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-05T11:20+0400
2024-09-05T11:20+0400
2024-09-05T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/08/286753673_90:251:975:749_1920x0_80_0_0_769195f5917f677fc0baaab999e05379.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან TKT.ge-ზე დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.თბილისში 21 სექტემბერს ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 19:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ცნობილია რამდენიმე ლეგენდა, რომლებიც მატჩში მიიღებს მონაწილეობას: მილანიდან კაფუ, დიდა, რივალდო, კაკა… საქართველოდან – კახა კალაძე, ძმები არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი. საქართველოს გუნდის მთავარი მწვრთნელი კი თემურ ქეცბაია იქნება.მატჩი გაიმართება პროექტ The Legend Series-ის ფარგლებში, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანას ითვალისწინებს.2024 წლის მარტში ბათუმში მილანის „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების მატჩი გაიმართა. „ინტერის“ შემადგენლობაში ითამაშეს „ოქროს ბურთის" მფლობელმა ლუიშ ფიგუმ, კლუბის ყოფილმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მარკო მატერაციმ.საქართველოს ნაკრების გუნდში კი ითამაშეს საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, ყოფილმა კაპიტანმა და ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ, ყოფილმა კაპიტანმა და ერთ-ერთმა რეკორდსმენმა ლევან კობიაშვილმა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ, ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/08/286753673_105:0:1176:803_1920x0_80_0_0_1b1a4c98177d27a6081e399438149048.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველო-მილანის ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება
„მილანის“ ლეგენდები საქართველოს ნაკრების ვეტერანებს თბილისში 21 სექტემბერს შეხვდებიან
თბილისი, 5 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან TKT.ge-ზე დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
თბილისში 21 სექტემბერს ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 19:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ცნობილია რამდენიმე ლეგენდა, რომლებიც მატჩში მიიღებს მონაწილეობას: მილანიდან კაფუ, დიდა, რივალდო, კაკა… საქართველოდან – კახა კალაძე, ძმები არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი. საქართველოს გუნდის მთავარი მწვრთნელი კი თემურ ქეცბაია იქნება.
ტელეკომპანიის ცნობით, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს კი მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩი გაიმართება პროექტ The Legend Series-ის ფარგლებში, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
2024 წლის მარტში ბათუმში მილანის „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების მატჩი გაიმართა. „ინტერის“ შემადგენლობაში ითამაშეს „ოქროს ბურთის" მფლობელმა ლუიშ ფიგუმ, კლუბის ყოფილმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მარკო მატერაციმ.
საქართველოს ნაკრების გუნდში კი ითამაშეს საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, ყოფილმა კაპიტანმა და ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ, ყოფილმა კაპიტანმა და ერთ-ერთმა რეკორდსმენმა ლევან კობიაშვილმა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ, ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.