https://sputnik-georgia.com/20240905/rodis-ashendeba-tbilisshi-narchenebis-gadamamushavebeli-qarxana-289746312.html
როდის აშენდება თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა?
როდის აშენდება თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა?
Sputnik საქართველო
ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. 05.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-05T12:02+0400
2024-09-05T12:02+0400
2024-09-05T12:02+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/35/244543591_7:0:2229:1250_1920x0_80_0_0_70a3d510d0a9341c901811ecc9745596.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში აშენდება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.2024 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიდი ლილოს ნაგავსაყრელის ადგილზე მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობის თაობაზე, რაც რეალურად გახდება ნარჩენების სეპარაციის დაწყების საფუძველი. ამის შემდეგ იგეგმება მიღებული მასალის გაყიდვა.თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნაგავი იგზავნება ქალაქის ერთადერთ მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე სოფელ დიდი ლილოს მიმდებარედ. მან ფუნქციონირება 2010 წელს, ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაკეტილია, სამგორის რაიონისა და სოფელ ლილოს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. უკვე დახურულია კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში. გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო მოხდა, ის წყალსაცავთან ახლოს იყო, რაც თავისთავად საფრთხეს ქმნიდა. ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და მათი საცხოვრებლიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანა მოითხოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/35/244543591_284:0:1951:1250_1920x0_80_0_0_4a80af4f5f2ab72ef3399f60fccdb793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის აშენდება თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა?
ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში აშენდება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
2024 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიდი ლილოს ნაგავსაყრელის ადგილზე მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობის თაობაზე, რაც რეალურად გახდება ნარჩენების სეპარაციის დაწყების საფუძველი. ამის შემდეგ იგეგმება მიღებული მასალის გაყიდვა.
„შემუშავდა შესაბამისი სტრატეგია ჩვენი პარტნიორების დახმარებით და გაიწერა ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს, რომ ნარჩენების გადამუშავებამდე მივიდეთ. ახლა ჩაშვებულია პირველი პროექტები. უკვე მომავალ წელს გამოვაცხადებთ თვითონ სორტირების ხაზის მშენებლობის ტენდერს. მანდ იყო კიდევ სხვადასხვა პრობლემები, როგორცაა ჩამდინარე წყლების სისტემა, ეს უკვე გამოცხადებულია ფიზიკურად. ვფიქრობთ, დაახლოებით 3-4 წლის თავზე, უკვე მივიღებთ ნარჩენების გადამმუშავებელ ქარხანას თბილისში", - განაცხადა ბასილაიამ.
თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნაგავი იგზავნება ქალაქის ერთადერთ მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე სოფელ დიდი ლილოს მიმდებარედ. მან ფუნქციონირება 2010 წელს, ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაკეტილია, სამგორის რაიონისა და სოფელ ლილოს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.
ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. უკვე დახურულია კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში. გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო მოხდა, ის წყალსაცავთან ახლოს იყო, რაც თავისთავად საფრთხეს ქმნიდა. ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და მათი საცხოვრებლიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანა მოითხოვა.