https://sputnik-georgia.com/20240905/ras-ambobs-msoflio-kulinariis-varskvlavi-jeimi-oliveri-qartul-kerzebze-289759561.html
რას ამბობს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი ქართულ კერძებზე
რას ამბობს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი ქართულ კერძებზე
Sputnik საქართველო
პოპულარულმა ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. 05.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-05T19:51+0400
2024-09-05T19:51+0400
2024-09-05T19:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/55/239655564_0:273:5231:3215_1920x0_80_0_0_812eecbe9302017c59b1584326a7300b.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავის ჯეიმი ოლივერის კულინარიული ოდისეა საქართველოში მედია პლატფორმებზე გრძელდება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.პოპულარული შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტროტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეული საქართველოში კულინარიულ მოგზაურობას აღწერს.ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. ბრიტანელი შეფ-მზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ჯეიმი ოლივერი ადგილობრივ შეფ-მზარეულებს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა.ჯეიმი ოლივერი გავლენიანი პლატფორმებით საქართველოს პოპულარიზაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში უწევს. შეფ-მზარეული სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ვიდეოებს, „სთორებსა“ და ფოტოებს ტვირთავს.ჯეიმი ოლივერის გამომწერებს სოციალური არხებით საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“ ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე - 6 მილიონამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/55/239655564_290:0:4939:3487_1920x0_80_0_0_4950c759528e8c46c766528bd0b4ed00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
რას ამბობს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი ქართულ კერძებზე
პოპულარულმა ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავის ჯეიმი ოლივერის კულინარიული ოდისეა საქართველოში მედია პლატფორმებზე გრძელდება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
პოპულარული შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტროტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეული საქართველოში კულინარიულ მოგზაურობას აღწერს.
„აქ იხილავთ საქართველოში ჩემი მოგზაურობის შესახებ საოცარ კულინარიულ ეპიზოდებს. როდესაც თქვენ გესაუბრებით კერძებისა და ღვინის შესახებ, უნდა დამიჯეროთ, ეს მართლაც განსაკუთრებულია. აქ წარმოდგენილია: ბაზრები, სუფრები, რესტორნები, მცხობელები. აქ ყველგან აღმოაჩენთ სიყვარულსა და სიხარულს, რაც გამოწვეულია გემრიელი კერძების მომზადებითა და დაგემოვნებით“, - წერს ჯეიმი ოლივერი.
ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. ბრიტანელი შეფ-მზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ჯეიმი ოლივერი ადგილობრივ შეფ-მზარეულებს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორ გამოვარჩიო ფავორიტი კერძი. ვფიქრობ კვლავ დავბრუნდე (საქართველოში) და კიდევ ერთხელ დავაგემოვნო კერძები. ახლა ერთი სული მაქვს ჩემს სამზარეულოს მივაშურო და ახალი კერძები მოვამზადო ამ ახალი არომატებისგან“, - წერს ჯეიმი ოლივერი სოციალურ ქსელში.
ჯეიმი ოლივერი გავლენიანი პლატფორმებით საქართველოს პოპულარიზაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში უწევს. შეფ-მზარეული სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ვიდეოებს, „სთორებსა“ და ფოტოებს ტვირთავს.
ჯეიმი ოლივერის გამომწერებს სოციალური არხებით საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“ ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე - 6 მილიონამდე.