https://sputnik-georgia.com/20240905/kobaxizem-da-kalazem-nakrebis-fexburtelebs-cexettan-matcis-win-warmatebebi-usurves-289759764.html
კობახიძემ და კალაძემ ნაკრების ფეხბურთელებს ჩეხეთთან მატჩის წინ წარმატება უსურვეს
კობახიძემ და კალაძემ ნაკრების ფეხბურთელებს ჩეხეთთან მატჩის წინ წარმატება უსურვეს
Sputnik საქართველო
კობახიძეს სჯერა, რომ ქვეყანა არაერთხელ იამაყებს ფეხბურთელების გამარჯვებებით 05.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-05T20:30+0400
2024-09-05T20:30+0400
2024-09-05T20:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/05/289751867_0:76:2000:1201_1920x0_80_0_0_dc9e5d0a1a057c493a9a2159864905bd.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად უსურვეს წარმატებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს, რომელიც მიმდინარე სეზონში უეფას ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის ჩეხეთის წინააღმდეგ ემზადება.საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ალბანეთს სტუმრად შეხვდება. 24-ვე ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გამოიძახა, საგურამოს ბაზაზე შეკრებაზე უკვე ჩამოვიდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნაკრების ფეხბურთელებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ესაუბრა. კობახიძის თქმით, მას სჯერა, რომ ქვეყანა ფეხბურთელების გამარჯვებით არაერთხელ იამაყებს.2024/2025 სეზონის უეფას ერთა ლიგის პირველი წრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 სექტემბერს 20:00 საათზე გამართავენ.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.უეფას ერთა ლიგა: ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მატჩზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა>>შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/05/289751867_149:0:1853:1278_1920x0_80_0_0_84435409fd69176538a0a5ba9afd8047.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კახა კალაძე
კობახიძემ და კალაძემ ნაკრების ფეხბურთელებს ჩეხეთთან მატჩის წინ წარმატება უსურვეს
კობახიძეს სჯერა, რომ ქვეყანა არაერთხელ იამაყებს ფეხბურთელების გამარჯვებებით
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად უსურვეს წარმატებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს, რომელიც მიმდინარე სეზონში უეფას ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის ჩეხეთის წინააღმდეგ ემზადება.
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ალბანეთს სტუმრად შეხვდება. 24-ვე ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გამოიძახა, საგურამოს ბაზაზე შეკრებაზე უკვე ჩამოვიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნაკრების ფეხბურთელებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ესაუბრა. კობახიძის თქმით, მას სჯერა, რომ ქვეყანა ფეხბურთელების გამარჯვებით არაერთხელ იამაყებს.
2024/2025 სეზონის უეფას ერთა ლიგის პირველი წრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 სექტემბერს 20:00 საათზე გამართავენ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
7 სექტემბერი, საქართველო-ჩეხეთი,
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.