https://sputnik-georgia.com/20240905/giorgi-mamardasvili-2024-wlis-mekareta-oqros-burtis-nominantia-289757963.html
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტი
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტი
Sputnik საქართველო
საუკეთესო მეკარეს „ოქროს ბურთის“ წინა წლის მფლობელები ირჩევენ. 05.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-05T17:31+0400
2024-09-05T17:31+0400
2024-09-05T17:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999582_0:3:1440:813_1920x0_80_0_0_10b41c9ed92055cb5f77fd8d9a562089.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი პრესტიჟული Yashin Trophy 2024-ის ჯილდოს ნომინანტებს შორისაა - თასი სეზონის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა, იუწყება ვებგვერდი goal.com.ლევ იაშინის თასი არის ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც 2019 წლიდან გადაეცემა წლის საუკეთესო მეკარეს. დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიასთან ერთად იმართება. ჯილდო ატარებს საბჭოთა ნაკრების მეკარის ლევ იაშინის სახელს, რომელიც არის ერთადერთი მეკარე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მოიპოვა.საუკეთესო მეკარეს „ოქროს ბურთის“ წინა წლის მფლობელები ირჩევენ.„ოქროს ბურთი“ არის ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელსაც კალენდარული წლის საუკეთესო ფეხბურთელს ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს. იგი ითვლება ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ფეხბურთელისთვის.ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს წინა გამარჯვებულები არიან ტიბო კურტუა („რეალ მადრიდი“) და ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“). წლევანდელი დაჯილდოება 28 ოქტომბერს გაიმართება.2024 წელს მეკარეების „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999582_0:0:1380:1034_1920x0_80_0_0_d5673ea649a089006eaef3d5b17b239e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტი
საუკეთესო მეკარეს „ოქროს ბურთის“ წინა წლის მფლობელები ირჩევენ.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი პრესტიჟული Yashin Trophy 2024-ის ჯილდოს ნომინანტებს შორისაა - თასი სეზონის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა, იუწყება ვებგვერდი goal.com.
ლევ იაშინის თასი არის ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც 2019 წლიდან გადაეცემა წლის საუკეთესო მეკარეს. დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიასთან ერთად იმართება. ჯილდო ატარებს საბჭოთა ნაკრების მეკარის ლევ იაშინის სახელს, რომელიც არის ერთადერთი მეკარე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მოიპოვა.
საუკეთესო მეკარეს „ოქროს ბურთის“ წინა წლის მფლობელები ირჩევენ.
„ოქროს ბურთი“ არის ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელსაც კალენდარული წლის საუკეთესო ფეხბურთელს ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს. იგი ითვლება ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ფეხბურთელისთვის.
ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს წინა გამარჯვებულები არიან ტიბო კურტუა („რეალ მადრიდი“) და ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“). წლევანდელი დაჯილდოება 28 ოქტომბერს გაიმართება.
2024 წელს მეკარეების „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:
ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)
გრეგორ კობელი (ბორუსია დორტმუნდი)
ანდრეი ლუნინი (მადრიდის რეალი)
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
იან სომერი (მილანის ინტერი)
რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი)
აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.