პუტინმა EEF-ზე უკრაინასთან კონფლიქტზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Kristina Kormilitsina / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2024
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თავდაცვის სამინისტრო დღეში რამდენჯერმე მაწვდის ინფორმაციას სპეცოპერაციის თაობაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
„ის, რაც ხდება ყოველდღე, ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში, 24 საათში რამდენჯერმე მატყობინებს“, — განაცხადა მან.
უკრაინასთან კონფლიქტზე საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ ამბობს უარს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მოლაპარაკებები სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე წარიმართება.
ამასთან იმაში, რომ თურქეთში გაფორმებული შეთანხმება ჩაიშალა, პუტინმა დასავლელი ლიდერები, კერძოდ ბრიტანეთის მაშინდეი პრემიერი ბორის ჯონსონი დაადანაშაულა.
„კიევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თითქმის ყველა პარამეტრი პრაქტიკულად მიღწეული, ყველაფერი შეთანხმებული იყო. უფრო მეტიც, მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელმა <...> ამ შეთანხმებებს ვიზაც დაადო. მერე კი ბატონი ჯონსონი ჩამოვიდა და უკრაინელებს ბოლო უკრაინელამდე ბრძოლა უბრძანა“, — თქვა რუსეთის ლიდერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის EEF-ზე გამოსვლა მსოფლიო ტელეარხების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ასეთთა შორის არიან Independent-ისა და Times-ის იუთუბ-არხები, ინდური გაზეთი და ტელეარხები — Hindustan Times, Times of India და India Today, ასევე სააგენტო ANI და ესპანური ტელეარხი Negocios TV.
გარდა ამისა, ტექსტური ტრანსლაცია მიმდინარეობდა ჩინურ არხ CGTN-ზე.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 3-6 სექტემბერს ტარდება ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში.
EEF-ის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან „რია ნოვოსტი“ და Sputnik.
ყველა ახალი ამბავი
0