პარასროლა: ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

© Georgian Paralympic Committeeვლადიმერ ჭინჭარაული
ვლადიმერ ჭინჭარაული - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2024
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ჭინჭარაულმა ტყვიის სროლაში (50 მეტრიდან შაშხანით) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა წინასწარი ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ფინალში მონაწილეობის უფლება მიიღო, სადაც გაცილებით შედეგიანად გამოვიდა და ვერცხლს დაეუფლა.
ჩემპიონი სერბი დრაგან რისტიჩი გახდა. მან საბოლოოდ 250,2 ქულა მოაგროვა, ხოლო ჭინჭარაულის შედეგი 248,2 ქულა იყო. მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ტიმ ჯეფრი გავიდა.
პარიზის პარალიმპიადაზე ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0