https://sputnik-georgia.com/20240904/ukanono-tyitsargeblobis-statistika-agvistos-monacemebi-289716618.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T16:39+0400
2024-09-04T16:39+0400
2024-09-04T16:39+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის143 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.143 ფაქტიდან 103 ხეტყის უკანონო მოპოვება–ტრანსპორტირებას ეხება, 40 – საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 163 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დაილუქა 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის1637 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 87 უკანონო სახერხი საამქრო.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საზოგადოება
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის143 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
143 ფაქტიდან 103 ხეტყის უკანონო მოპოვება–ტრანსპორტირებას ეხება, 40 – საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის მოპოვებისფაქტებიდანყველაზე მეტი - 47 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. აჭარაში დაფიქსირდა 27 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 16, შიდა ქართლშიც - 16, იმერეთში - 15, ქვემო ქართლში - 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 4, გურიაშიც - 4.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 163 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დაილუქა 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის1637 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 87 უკანონო სახერხი საამქრო.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.