https://sputnik-georgia.com/20240904/tbilisshi-veris-parkis-reabilitacia-iwyeba-289719561.html
კალაძე: ვერის პარკის რეაბილიტაცია იწყება
კალაძე: ვერის პარკის რეაბილიტაცია იწყება
Sputnik საქართველო
თბილისის მერის განცხადებით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T14:00+0400
2024-09-04T14:00+0400
2024-09-04T14:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_678030c7ae7edcd7b81fcc2f79511cef.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.თბილისის მერის განცხადებით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით - 1-დან 3 წლამდე და3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო.როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის პარკს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა, მოძველებულია სარწყავი სისტემა, უსისტემოდ არის განაწილებული მიწისზედა გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების მილები. რეაბილიტაციის ფარგლებში კი სრულად განახლდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სისტემა, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და დაიმალება გრუნტში.გარდა ამისა, შენარჩუნდება პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები და გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცეებიც.ვერის პარკი – თბილისის ერთ-ერთი უძველესი პარკია, რომელიც ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ბაღის ფართობი დაახლოებით 4 ჰექტარია. ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ოთხი საჩოგბურთო მოედანი, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგით, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და ქალაქის პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_b4ea326cdfa64905dc8eca46064d204f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: ვერის პარკის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერის განცხადებით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
„ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ვერის პარკს გააჩნია როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. თავისი ფუნქციური დანიშნულებით იგი გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.
„არ მინდა, რომ აღნიშნულ სამუშაოებს სპეკულაციები მოჰყვეს, რაღაც განსაკუთრებული გადაგეგმარება, რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში არ მოხდება. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არსებულ გეგმარებასა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრირებას“, - განაცხადა მან.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით - 1-დან 3 წლამდე და3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის პარკს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა, მოძველებულია სარწყავი სისტემა, უსისტემოდ არის განაწილებული მიწისზედა გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების მილები. რეაბილიტაციის ფარგლებში კი სრულად განახლდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სისტემა, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და დაიმალება გრუნტში.
გარდა ამისა, შენარჩუნდება პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები და გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცეებიც.
ვერის პარკი – თბილისის ერთ-ერთი უძველესი პარკია, რომელიც ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ბაღის ფართობი დაახლოებით 4 ჰექტარია. ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ოთხი საჩოგბურთო მოედანი, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგით, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და ქალაქის პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი.