https://sputnik-georgia.com/20240904/tbilisi-batumis-orsartuliani-matarebeli-droebit-moxsnes-289717057.html
ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ბათუმის მარშრუტიდან დროებით მოხსნეს
ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ბათუმის მარშრუტიდან დროებით მოხსნეს
Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T12:39+0400
2024-09-04T12:39+0400
2024-09-04T12:39+0400
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23449/59/234495945_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_147a5cb0d4b5e9d3a5e420e899c56f4e.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს Stadler-ის ორსართულიანი მატარებლის ნაცვლად JRT ტიპის მატარებელი შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კომპანიის განცხადებით, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით ორსართულიანი ავტობუსი მოემსახურება.გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.„საქართველოს რკინიგზა" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი შტადლერის მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რა დროსაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23449/59/234495945_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_47c64d4af5f50a4066843cadcb565c67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ბათუმის მარშრუტიდან დროებით მოხსნეს
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს Stadler-ის ორსართულიანი მატარებლის ნაცვლად JRT ტიპის მატარებელი შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით ორსართულიანი ავტობუსი მოემსახურება.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, იმავე ტექნიკური მიზეზით 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 JRS (Stadler) მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.
„საქართველოს რკინიგზა" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი შტადლერის მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რა დროსაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.