https://sputnik-georgia.com/20240904/saqartvlo-azerbaijani-rumineti-da-ungreti-ertobliv-sawarmos-sheqmnian-289715058.html
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ენერგეტიკის სფეროში ერთობლივ საწარმოს ქმნიან
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ენერგეტიკის სფეროში ერთობლივ საწარმოს ქმნიან
Sputnik საქართველო
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და... 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T12:13+0400
2024-09-04T12:13+0400
2024-09-04T12:13+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/03/289710851_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8d89021eec85985098fd2dcd6fd239ae.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ენერგეტიკულმა ოპერატორებმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიით და შავი ზღვის გავლით რუმინეთამდე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშიშეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.შეთანხმებას ხელი მოეწერა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების ფარგლებში მერვე მინისტერიალზე, რომელიც გაიმართა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.მინისტერიალში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრები, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რუმინეთის მთავრობის გენმდივანი და ევროკომისიის წარმომადგენელი.მისასალმებელ სიტყვაში დავითაშვილმა ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის მიმართულებით. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ცვლილების ოქმს.შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად - განხორციელებადი, აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/03/289710851_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4d14248f75c8b1cc5ab39dd2a5f60cc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ენერგეტიკის სფეროში ერთობლივ საწარმოს ქმნიან
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ენერგეტიკულმა ოპერატორებმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიით და შავი ზღვის გავლით რუმინეთამდე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, „აზერენერჯის“, National Power Grid Company Transelectrica S.A-სა (რუმინეთი) და MVM Zrt- ს (უნგრეთი)) მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.
შეთანხმებას ხელი მოეწერა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების ფარგლებში მერვე მინისტერიალზე, რომელიც გაიმართა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.
მინისტერიალში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრები, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რუმინეთის მთავრობის გენმდივანი და ევროკომისიის წარმომადგენელი.
მისასალმებელ სიტყვაში დავითაშვილმა ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის მიმართულებით. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.
„საქართველო ამაყობს, რომ ასრულებს მთავარ როლს ამ პროექტში. მინისტრთა პირველი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი სამუშაო გაკეთდა ამ პროექტის შესასრულებლად. სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის თანახმად, პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა იყო შედეგიანი და ჩვენი შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური და დაჩქარებული“ - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ცვლილების ოქმს.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად - განხორციელებადი, აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.