https://sputnik-georgia.com/20240904/saqartveloshi-pedopiliasa-da-seqsualuri-gamozalvistvis-msjavrdebulta-reestri-sheiqmneba-289718228.html
საქართველოში პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი შეიქმნება
საქართველოში პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი შეიქმნება
Sputnik საქართველო
აღნიშნული ინიციატივის მიზანი ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T18:13+0400
2024-09-04T18:13+0400
2024-09-04T18:13+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/04/240480489_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c5ade84f3eb1f2e645af9de61061a6f4.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ-სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას.ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგსა და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან:აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, მათ შორის, არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრება, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოება, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, იგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.საკანონმდებლო ცვლილებების, რეესტრის ამოქმედების და მონიტორინგის შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია, რომლის პარალელურად სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებთან და მოზარდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, სამსახური საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/04/240480489_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_7d9267fd69d69f21a368b404764bc4d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი შეიქმნება
აღნიშნული ინიციატივის მიზანი ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ-სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას.
„საგამოძიებო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დანაშაული სხვადასხვა ფორმით შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს ან მოქალაქეს შეეხოს, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან. დამნაშავეები მოტყუების გზით ადვილად ახერხებენ ბავშვებთან დაახლოებას, შედიან მათთან ნდობაში, რის შემდეგაც მათი ინტიმური კადრების მოპოვებით ხელყოფენ ბავშვთა პირად ცხოვრებას, რასაც თან შესაძლოა ახლდეს მათ მიმართ სქესობრივი იძულება, გამოძალვა, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგსა და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან:
მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში
პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით
მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.
აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, მათ შორის, არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრება, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოება, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.
რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, იგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
საკანონმდებლო ცვლილებების, რეესტრის ამოქმედების და მონიტორინგის შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია, რომლის პარალელურად სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებთან და მოზარდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, სამსახური საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.