https://sputnik-georgia.com/20240904/ratom-ar-swkalobs-ivanishvili-vertmprenebs-289732304.html
რატომ არ „სწყალობს" ივანიშვილი ვერტმფრენებს?
რატომ არ „სწყალობს" ივანიშვილი ვერტმფრენებს?
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T15:00+0400
2024-09-04T15:00+0400
2024-09-04T15:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/12/289067831_0:88:2048:1240_1920x0_80_0_0_8b76cd6f1df07ac35fef13ff3b67f0ba.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მმართველი გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძლებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.ივანიშვილის გამოსვლა ამომრჩევლების წინაშე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში ქართული ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის დამფუძნებელი „ბრონირებული მინის აკვარიუმიდან" საუბრობს. ამასთან, ოპოზიცია ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიებას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ფარსად მიიჩნევს.საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერებიც.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“. ხელისუფლების თქმით, ისინი ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.„განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იყოს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადა პრემიერმა.საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, არის რეფერენდუმი, რომელზეც კობახიძის თქმით, გადაწყდება, „ომის პარტია" საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას შეძლებს თუ თუ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდება.უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამებრძოლებს „ქართულ ოცნებაში“ უწოდებენ „ლოკალური ომის პარტიას“, ასევე „რადიკალურ ოპოზიციას“.კობახიძემ ევროპასა და აშშ-ში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მათ შორის 15 მაისს ქალაქ განდლოვაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, როდესაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიიღო. მოგვიანებით კი, 13 ივლისს, განხორციელდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა.ამ კონტექსტში კობახიძემ ასევე გაიხსენა სატელეფონო საუბარი ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან.„ჩვენ ყველას გვახსოვს ღია მუქარა, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე", - განაცხადა კობახიძემ.24 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/12/289067831_0:21:2048:1557_1920x0_80_0_0_8e6d61bd328d0599214ab70160475662.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
რატომ არ „სწყალობს" ივანიშვილი ვერტმფრენებს?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მმართველი გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძლებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ივანიშვილის გამოსვლა ამომრჩევლების წინაშე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში ქართული ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის დამფუძნებელი „ბრონირებული მინის აკვარიუმიდან" საუბრობს. ამასთან, ოპოზიცია ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიებას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ფარსად მიიჩნევს.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულის წუხილის მიზეზია", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერებიც.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“. ხელისუფლების თქმით, ისინი ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
„განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იყოს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადა პრემიერმა.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, არის რეფერენდუმი, რომელზეც კობახიძის თქმით, გადაწყდება, „ომის პარტია" საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას შეძლებს თუ თუ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდება.
„რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე, რომ ამ ფონზე ბუნებრივია, რისკები საგრძნობლად იზრდება“, - აღნიშნა კობახიძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამებრძოლებს „ქართულ ოცნებაში“ უწოდებენ „ლოკალური ომის პარტიას“, ასევე „რადიკალურ ოპოზიციას“.
კობახიძემ ევროპასა და აშშ-ში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მათ შორის 15 მაისს ქალაქ განდლოვაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, როდესაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიიღო. მოგვიანებით კი, 13 ივლისს, განხორციელდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა.
ამ კონტექსტში კობახიძემ ასევე გაიხსენა სატელეფონო საუბარი ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან.
„ჩვენ ყველას გვახსოვს ღია მუქარა, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე", - განაცხადა კობახიძემ.
24 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე.