რა დაჯდება შავი ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობა? რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის განმარტება

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2024
გამოწერა
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიით და შავი ზღვის გავლით რუმინეთამდე შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის მშენებლობა 3,5 მლრდ ევრო დაჯდება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG რუმინულ მედიაზე დაყრდნობით.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„ეს არ არის იაფი პროექტი, ზუსტ თანხას ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ გავიგებთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა კაბელის მშენებლობისთვის 3,5 მლრდ ევრო იქნება საჭირო“, - განაცხადა რუმინულ მედიასთან რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან ბურდუჟამ.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის რეალიზაცია აუცილებლად მოხდება.
როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის მწვანე ენერგეტიკული კაბელის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილი იქნება გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე, რომელიც ბაქოში ნოემბერში გაიმართება.
„რაც უფრო მეტი მარშრუტი, მეტი წყარო გვექნება, მით უფრო იაფი გახდება ენერგია. ის ფაქტი, რომ ჩვენს რეგიონში არსებულ ევროპულ სახელმწიფოებს ექნებათ წვდომა ენერგიაზე სრულიად განსხვავებული ბაზრიდან, როგორიც არის კავკასიის ბაზარი, რა თქმა უნდა, დივერსიფიკაციას გამოიწვევს", - განაცხადა ბურდუჯამ.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად - განხორციელებადი, აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0