https://sputnik-georgia.com/20240904/mosaxleobis-ramden-procents-aqvs-internetze-wvdoma-289716038.html
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარასა (97,8%) და თბილისში... 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T13:39+0400
2024-09-04T13:39+0400
2024-09-04T13:39+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280782593_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c3de2ff924980b68f95bba09af4d821b.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 91,5%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, რაც 2,6%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ კვლევაში „შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები".ქალაქებსა (1,4%-ით) და სოფლებში (4,1%-ით) გაიზარდა ინტერნეტზე წვდომის მქონე შინამეურნეობების წილი და შესაბამისად 94,5%-ს და 87,5%-ს მიაღწია.ქვეყნის რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარასა (97,8%) და თბილისში (95,8%).კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84,8%-მა, რაც 2,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.გარდა ამისა, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 94,8 ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა ინტერნეტით, 4,4% - კვირაში ერთხელ მაინც, 0,7% კი უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ სარგებლობდა ინტერნეტით.15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიერ ინტერნეტით სარგებლობის ძირითადი მიზნები:ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 99,5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. ბოლო სამ თვეში 6 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა მხოლოდ 49,8%-მა გამოიყენა სტაციონარული კომპიუტერები ინტერნეტში შესასვლელად.კვლევის თანახმად, კომპიუტერი მოსახლეობის 57,6%-ს აქვს.კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90,8%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280782593_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_1aa0e1e8c557c7847a72501195bd537a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარასა (97,8%) და თბილისში (95,8%).
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 91,5%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, რაც 2,6%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
„საქსტატის“ კვლევაში „შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები".
ქალაქებსა (1,4%-ით) და სოფლებში (4,1%-ით) გაიზარდა ინტერნეტზე წვდომის მქონე შინამეურნეობების წილი და შესაბამისად 94,5%-ს და 87,5%-ს მიაღწია.
ქვეყნის რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარასა (97,8%) და თბილისში (95,8%).
კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84,8%-მა, რაც 2,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 94,8 ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა ინტერნეტით, 4,4% - კვირაში ერთხელ მაინც, 0,7% კი უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ სარგებლობდა ინტერნეტით.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიერ ინტერნეტით სარგებლობის ძირითადი მიზნები:
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი - 94,7%
სოციალური ქსელების გამოყენება - 94,6%
ინტერნეტ-ბანკინგით სარგებლობა - 50,4%
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება - 47,2%
ახალი ამბების, გაზეთების, ჟურნალების წაკითხვა - 46,6%
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება - 43,1%
ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა - 37,9%
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა - 15,5%
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა - 11,8%.
ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 99,5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.
ბოლო სამ თვეში 6 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა მხოლოდ 49,8%-მა გამოიყენა სტაციონარული კომპიუტერები ინტერნეტში შესასვლელად.
კვლევის თანახმად, კომპიუტერი მოსახლეობის 57,6%-ს აქვს.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90,8%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.