https://sputnik-georgia.com/20240904/meria-studentebis-dasapinanseblad-ganacxadebis-migebas-iwyebs-289719376.html
მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას იწყებს
მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას იწყებს
Sputnik საქართველო
კალაძის განცხადებით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ფინანსური მხარდაჭერა 20 ათასამდე სტუდენტს გაეწია. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T16:11+0400
2024-09-04T16:11+0400
2024-09-04T16:11+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24432/60/244326048_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_576512e02e58eeae40b9fed8116f703c.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერია განცხადებების მიღებას დღეიდან იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.უწყების ცნობით, განცხადებების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.დაფინანსების მიღებას შეძლებენ:სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტები;მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები;შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ჩარიცხულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.დაფინანსების მსურველი ასევე უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ხოლო ოჯახის მინიჭებული სარეიტინგო ქულა – 150.000 ან ნაკლები.რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია.წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტუდენტები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24432/60/244326048_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_499bdd3f21b954845a6d0239b7fb31f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, განათლება საქართველოში
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, განათლება საქართველოში
მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას იწყებს
კალაძის განცხადებით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ფინანსური მხარდაჭერა 20 ათასამდე სტუდენტს გაეწია.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერია განცხადებების მიღებას დღეიდან იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
უწყების ცნობით, განცხადებების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
დაფინანსების მიღებას შეძლებენ:
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტები;
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ჩარიცხულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
დაფინანსების მსურველი ასევე უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ხოლო ოჯახის მინიჭებული სარეიტინგო ქულა – 150.000 ან ნაკლები.
„პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა). ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ხელშეწყობა, მხარდაჭერა, შესაბამისად, ეს პროგრამა გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია.
წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტუდენტები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღებენ.