https://sputnik-georgia.com/20240904/mamis-mkvlelobistvis-dakavebuli-26-wlis-mamakacis-mimart-samartlebrivi-devna-shewyda-289718702.html
მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის მამაკაცის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა
მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის მამაკაცის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა
Sputnik საქართველო
დაკავებული მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T15:19+0400
2024-09-04T15:19+0400
2024-09-04T15:19+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. გლდანში მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეურაცხადია და, შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.მკვლელობა თბილისში, გლდანის რაიონში მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამხიტაშვილი მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის.ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს საკუთარ ქმედებას ვერ აცნობიერებდა.„ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებას. საქმეში ჩართვის დროსვე მქონდა მოლოდინი, რომ ექსპერტიზა დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის შეურაცხადობას დაადგენდა. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარემაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული“, - განაცხადა ადვოკატმა.გამხიტაშვილს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) ჰქონდა წარდგენილი, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის მამაკაცის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა
დაკავებული მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. გლდანში მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეურაცხადია და, შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
მკვლელობა თბილისში, გლდანის რაიონში მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამხიტაშვილი მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის.
ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს საკუთარ ქმედებას ვერ აცნობიერებდა.
„ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებას. საქმეში ჩართვის დროსვე მქონდა მოლოდინი, რომ ექსპერტიზა დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის შეურაცხადობას დაადგენდა. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარემაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული“, - განაცხადა ადვოკატმა.
გამხიტაშვილს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) ჰქონდა წარდგენილი, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.