კობახიძე: ოპოზიცია არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადება

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2024
გამოწერა
არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აშკარაა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ კვლავ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების შეცვლის იმედით, შეეცდება ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
„სრულიად ცხადია, რომ ისინი კიდევ ერთხელ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და ქვეყანაში არეულობის მოწყობას, რასაც, მათი გათვლებით, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოჰყვება ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის ამოცანის - „მეორე ფრონტის" გახსნის შესრულება“, - განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს პირველ რიგში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების პარტიებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობა“ და მისგან წასული პოლიტიკოსების პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახლი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია და სხვ.
20 აგვისტოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყებს სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.
მისი თქმით, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და სახელმწიფოს აქვს ყველა რესურსი არეულობისა და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, დასძინა პრემიერმა.
„სახელმწიფოს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა მოუწოდა საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს.
„მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0