https://sputnik-georgia.com/20240904/archevnebi-saqartveloshi-ramdeni-partia-daregistrirda-289730734.html
არჩევნები საქართველოში - რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას
არჩევნები საქართველოში - რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T14:43+0400
2024-09-04T14:43+0400
2024-09-04T14:43+0400
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120880_0:110:1280:831_1920x0_80_0_0_c6cb02c297e899db9e8d4bfd77be6464.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 27 პარტია დაარეგისტრირა და ბიულეტენში პარტიების რიგითობის ნომრები განსაზღვრა.პარტიები, რომლებიც წინა არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, როგორც კვალიფიციური სუბიექტები, ადრინდელი ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო დანარჩენების რიგითობა წილისყრის წესით განისაზღვრა.№1 „კი ევროპას" - გიორგი ვაშაძე№2 „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - გიორგი წერეთელი№3 „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ - კამალ მურადხანოვი№4 „ახალი ერთობა - გვარამია, მელია“ - ნიკა მელია№5 „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - თინათინ ბოკუჩავა№6 „ევროპელი დემოკრატები" – პაატა დავითაია№7 „მოქალაქეები" – ალეკო ელისაშვილი№8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – დავით თარხან-მოურავი№9 „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" - მამუკა ხაზარაძე№10 „ლეიბორისტული პარტია" – შალვა ნათელაშვილი№12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო" - ისაკ გიორგაძე№13 „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია" –ავთანდილ ველთაური№14 „მესამე გზა" – გიორგი თუმანიშვილი№15 „სამართლიანობისთვის" – ეკა ბესელია№16 „შეცვალე საქართველო" – გიორგი გაგნიძე№17 „საქართველო" – გიორგი ლილუაშვილი№19 „დემოკრატიული ალიანსი" – გიორგი ბუჩუკური№20 „თავისუფალი საქართველო" – კახა კუკავა№21 „ტრიბუნა" – დავით ჭიჭინაძე№23 „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“ - გიორგი პატარიძე№24 „მწვანეთა პარტია" – გიორგი გაჩეჩილაძე№25 „გახარია - საქართველოსთვის" – გიორგი გახარია№26 „მემარცხენე ალიანსი" – კონსტანტინე გუგუშვილი№27 „ქართველთა ერთობა" – გაიოზ მამალაძე№36 „გირჩი" – იაგო ხვიჩია№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – ირაკლი ღარიბაშვილი№48 „ანა დოლიძე-ხალხისთვის“" – ანა დოლიძეპარტიების რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენაა, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.პარტიული სიების წარდგენის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეამოწმებს ყველა დოკუმენტაციას და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოო რეგისტრაციის შესახებ.საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ პარტიებს შეუძლიათ, ბლოკებისა და კოალიციების რეგისტრაცია აკრძალულია.საპარლამენტო არჩევნები -2024საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120880_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_97a4ec360f1ec4d271da3e1a8cbd7d67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
არჩევნები საქართველოში - რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 27 პარტია დაარეგისტრირა და ბიულეტენში პარტიების რიგითობის ნომრები განსაზღვრა.
პარტიები, რომლებიც წინა არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, როგორც კვალიფიციური სუბიექტები, ადრინდელი ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო დანარჩენების რიგითობა წილისყრის წესით განისაზღვრა.
№1 „კი ევროპას" - გიორგი ვაშაძე
№2 „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - გიორგი წერეთელი
№3 „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ - კამალ მურადხანოვი
№4 „ახალი ერთობა - გვარამია, მელია“ - ნიკა მელია
№5 „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - თინათინ ბოკუჩავა
№6 „ევროპელი დემოკრატები" – პაატა დავითაია
№7 „მოქალაქეები" – ალეკო ელისაშვილი
№8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – დავით თარხან-მოურავი
№9 „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" - მამუკა ხაზარაძე
№10 „ლეიბორისტული პარტია" – შალვა ნათელაშვილი
№12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო" - ისაკ გიორგაძე
№13 „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია" –ავთანდილ ველთაური
№14 „მესამე გზა" – გიორგი თუმანიშვილი
№15 „სამართლიანობისთვის" – ეკა ბესელია
№16 „შეცვალე საქართველო" – გიორგი გაგნიძე
№17 „საქართველო" – გიორგი ლილუაშვილი
№19 „დემოკრატიული ალიანსი" – გიორგი ბუჩუკური
№20 „თავისუფალი საქართველო" – კახა კუკავა
№21 „ტრიბუნა" – დავით ჭიჭინაძე
№23 „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“ - გიორგი პატარიძე
№24 „მწვანეთა პარტია" – გიორგი გაჩეჩილაძე
№25 „გახარია - საქართველოსთვის" – გიორგი გახარია
№26 „მემარცხენე ალიანსი" – კონსტანტინე გუგუშვილი
№27 „ქართველთა ერთობა" – გაიოზ მამალაძე
№36 „გირჩი" – იაგო ხვიჩია
№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – ირაკლი ღარიბაშვილი
№48 „ანა დოლიძე-ხალხისთვის“" – ანა დოლიძე
პარტიების რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენაა, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.
პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
პარტიული სიების წარდგენის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეამოწმებს ყველა დოკუმენტაციას და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოო რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ პარტიებს შეუძლიათ, ბლოკებისა და კოალიციების რეგისტრაცია აკრძალულია.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.