უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - აგვისტოს მონაცემები

© courtesy of Investigative Service of the Ministry of Financeკონტრაბანდული სიგარეტი
კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2024
გამოწერა
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, მათგან დაკავებულია ორი პირი.
დანაშაულში მხილებული პირებისგან მთლიანობაში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 17.483 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 ათას ლარს აღემატება.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0