https://sputnik-georgia.com/20240903/tbilisi-batumis-matareblis-reisi-gauqmda-289708539.html
საქართველოს რკინიგზა: თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა
საქართველოს რკინიგზა: თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა
Sputnik საქართველო
მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. 03.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-03T17:26+0400
2024-09-03T17:26+0400
2024-09-03T18:02+0400
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24036/67/240366798_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_fce978893bb4f4fec2a0cfb1a3d22fb7.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „თბილისი-ბათუმის" მატარებლის რეისი, რომელიც 17:05 საათზე იყო დაგეგმილი, ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, რასაც რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, გაუქმდა, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.უბედური შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფომაციით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რა დროსაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24036/67/240366798_430:292:1862:1366_1920x0_80_0_0_eed30c7af127f0609170ac63ad5e149c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა: თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა
17:26 03.09.2024 (განახლებულია: 18:02 03.09.2024) მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „თბილისი-ბათუმის" მატარებლის რეისი, რომელიც 17:05 საათზე იყო დაგეგმილი, ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, რასაც რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, გაუქმდა, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
უბედური შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფომაციით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რა დროსაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.