როდის გაიმართება „თბილისობა-2024"? თარიღი ცნობილია

© photo: Sputnik / Stringer„თბილისობა"
„თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2024
გამოწერა
დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას დედაქალაქის მერია მოგვიანებით გაავრცელებს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წლევანდელი „თბილისობისთვის" დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი გამოიყო. გასულ წელს თბილისის მერიას დღესასწაული 3,1 მილიონი ლარი დაუჯდა.
„თბილისობა 2024“ გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ინსტალაციები, თემატური დეკორაციები, ფოტოზონა, დეკორატიული სტენდები, საბავშვო საგამოფენო პავილიონები, დასასვენებელი ზონები, სხვადასხვა დეკორაციები/რეკვიზიტები, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, ღვინის ზონა, და სივრცე კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის.
დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას დედაქალაქის მერია მოგვიანებით გაავრცელებს.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0