გოგონებს აიძულებდა ინტიმური ფოტოების და ვიდეოების გაგზავნას: დაკავებულია 32 წლის მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2024
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია პეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშებით სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ10-დან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ შორის საკუთარ ნათესავს და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გაგზავნას.
კერძოდ, მამაკაცი არასრულწლოვან გოგონებს უგზავნიდა 15 წლის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გადაგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. გარდა ამისა, მამაკაცი გოგონებს აშანტაჟებდა, რომ მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა მათი საჯაროდ განთავსებული ფოტოების მონტაჟის გზით, გადაუგზავნიდა მეგობრებს და ნათესავებს.
უწყების ცნობით, მსხვერპლი ბავშვებისგან ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების მოპოვების შემდეგ ამავე ფოტოების გავრცელების მუქარით ბრალდებული არასრულწლოვანებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას.
გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 8 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 16 ივნისს სამეგრელოში დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებამდე, ჩხრეკის დაწყებისას, ბრალდებულმა დააზიანა საკუთარი მობილური ტელეფონი, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად, აღდგენილი იქნა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, რის შემდგომაც ნანახი იქნა პირად მიმოწერებში არსებული ინტიმური შინაარსის, მუქარისა და იძულების შემცველი კერძო კომუნიკაციის ისტორია.
გარდა ამისა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ასევე ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები.
ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ინფორმაციის ანალიზის და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირდა დამატებით 7 არასრულწლოვანი დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რის შემდეგაც მამაკაცს ბრალდება სექსუალური გამოძალვის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედებისთვის დაუმძიმდა.
მამაკაცს ბრალად ედება სსკ-ის 1571 -ე, 236-ე, 139-ე, 138-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
უწყების ცნობით, გამოძიების მიერ აღმოჩენილი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეო მასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება.
დაზარალებულ ბავშვებს კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.
ყველა ახალი ამბავი
0