პარიზის პარალიმპიური თამაშები: ქართველი პარაათლეტების 3 სექტემბრის გამოსვლების განრიგი

© courtesy of Irma Khetsurianiირმა ხეცურიანი
ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2024
გამოწერა
პარალიმპიურ თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს ორი ქართველი პარალიმპიელი - ნინო თობილაშვილი და ირმა ხეცურიანი იასპარეზებს.
ეტლით ფარიკაობა: ნინო თიბილაშვილი (ხმლით ფარიკაობა, A კატეგორია). დასაწყისი - 15:00 სთ.
15:00 საათიდან - ეტლით ფარიკაობა: ირმა ხეცურიანი (ხმლით ფარიკაობა, B კატეგორია). დასაყწისი - 15:00 სთ.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1 სექტემბერს კი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ეტლით ფარიკაობა: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი
პარამძლეოსნობა: გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა), დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა)
პარატაეკვონდო: ანა ჯაფარიძე (-54 კგ), ლია ჩაჩიბაია (-47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ)
პარასროლა: ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე)
პარაძიუდო: ზურაბ ზურაბიანი ( -60 კგ), გიორგი ქალდანი (-73 კგ), ინა ქალდანი (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ)
პარაწოლჭიმი: აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0