https://sputnik-georgia.com/20240903/papuashvili-vulocav-azerbaijans-archevnebis-warmatebit-chatarebas-289702509.html
პაპუაშვილი: ვულოცავ აზერბაიჯანს არჩევნების წარმატებით ჩატარებას
პაპუაშვილი: ვულოცავ აზერბაიჯანს არჩევნების წარმატებით ჩატარებას
Sputnik საქართველო
პარლამენტში 125 ადგილის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძოდა 03.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-03T14:00+0400
2024-09-03T14:00+0400
2024-09-03T14:00+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_212:416:1900:1365_1920x0_80_0_0_b85d477f5161deba0cae6494ef50cb76.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვირას, 1-ელ სექტემბერს ჩატარდა - ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 28 ივნისს მოაწერა.აზერბაიჯანის ცესკოს მონაცემებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 ადგილს მოიპოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6,343 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათგან 54 - ყარაბაღის ტერიტორიაზე. სულ ქვეყანაში 6 მლნ 421 ათას 960 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,27% შეადგინა.კანონის თანახმად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კენჭისყრა გადაიდო, რადგან სწორედ ამ დროს აზერბაიჯანი გაეროს კლიმატურ კონფერენციას, COP29-ს უმასპინძლებს, რომელზეც 80 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_433:406:1712:1365_1920x0_80_0_0_4d6cb550f75210fd0305b9c82edc0820.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: ვულოცავ აზერბაიჯანს არჩევნების წარმატებით ჩატარებას
პარლამენტში 125 ადგილის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძოდა
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვირას, 1-ელ სექტემბერს ჩატარდა - ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 28 ივნისს მოაწერა.
აზერბაიჯანის ცესკოს მონაცემებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 ადგილს მოიპოვებს.
„გულითადად ვულოცავ აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. მილი მეჯლისმა მოიპოვა აზერბაიჯანელი ხალხის დემოკრატიული მანდატი, რათა განაგრძოს ძლიერი და ერთიანი აზერბაიჯანის მშენებლობა. მოუთმენლად ველი ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6,343 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათგან 54 - ყარაბაღის ტერიტორიაზე. სულ ქვეყანაში 6 მლნ 421 ათას 960 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,27% შეადგინა.
კანონის თანახმად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კენჭისყრა გადაიდო, რადგან სწორედ ამ დროს აზერბაიჯანი გაეროს კლიმატურ კონფერენციას, COP29-ს უმასპინძლებს, რომელზეც 80 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს.