https://sputnik-georgia.com/20240903/ganaxlebadi-energiis-wyaroebshi-investirebis-procedurebi-gamartivda-289696629.html
საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირების პროცედურები გამარტივდა
საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირების პროცედურები გამარტივდა
Sputnik საქართველო
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 03.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-03T11:41+0400
2024-09-03T11:41+0400
2024-09-03T11:41+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/44/247224435_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_177ab54dceb43b4e492347ee6f24e407.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარებს შეეძლებათ ჰესების მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება პირდაპირი მოლაპარაკების გზით გააფორმონ, რაც ხელს შეუწყობს სექტორში ინვესტიციების სტიმულირებას და მის მიმართ ინტერესის გაზრდას, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არაუმეტეს იმ ფიქსირებული ტარიფისა, რომელიც განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის მეორე სიმძლავრის აუქციონზე.მედიანური ტარიფები შემდეგია: დაინტერესებულმა პირებმა ეკონომიკის სამინისტროში განაცხადი 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა წარადგინონ.როგორც ადრე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში 800 მეგავატ სიმძლავრეზე ჩატარებული მეორე აუქციონის მაღალი კონკურენციის შედეგად გამოიკვეთა ის კონკურენტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რა ფასადაც შესაძლებელია განხორციელდეს განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერა და წახალისება.როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე ჩნდება შესაძლებლობა მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების იმ ტარიფად განხორციელება, რა მედიანური ტარიფიც დაფიქსირდა სიმძლავრის აუქციონში.ენერგეტიკის განვითარებაენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/44/247224435_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_6d10d375456b7ff797dd98d7fdd3c5c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირების პროცედურები გამარტივდა
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარებს შეეძლებათ ჰესების მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება პირდაპირი მოლაპარაკების გზით გააფორმონ, რაც ხელს შეუწყობს სექტორში ინვესტიციების სტიმულირებას და მის მიმართ ინტერესის გაზრდას, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
„2024 წლის 2 სექტემბრიდან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან მოდინებაზე არსებულ ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არაუმეტეს იმ ფიქსირებული ტარიფისა, რომელიც განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის მეორე სიმძლავრის აუქციონზე.
მედიანური ტარიფები შემდეგია:
მოდინებაზე არსებული ჰესები – 6,5 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ;
მზის ელექტროსადგურები – 5,6 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ;
ქარის ელექტროსადგურები – 6.0 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ.
დაინტერესებულმა პირებმა ეკონომიკის სამინისტროში განაცხადი 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა წარადგინონ.
როგორც ადრე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში 800 მეგავატ სიმძლავრეზე ჩატარებული მეორე აუქციონის მაღალი კონკურენციის შედეგად გამოიკვეთა ის კონკურენტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რა ფასადაც შესაძლებელია განხორციელდეს განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერა და წახალისება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე ჩნდება შესაძლებლობა მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების იმ ტარიფად განხორციელება, რა მედიანური ტარიფიც დაფიქსირდა სიმძლავრის აუქციონში.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.