https://sputnik-georgia.com/20240903/dges-parlamentis-sashemodgomo-sesia-ixsneba-289699095.html
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
Sputnik საქართველო
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, განაცხადა პაპუაშვილმა 03.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-03T10:28+0400
2024-09-03T10:28+0400
2024-09-03T10:28+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_07b8dc35055f4268cad1ebaadf5ea108.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი კვირა, რომელიც 3 სექტემბერს გაიხსნება, „ამნისტიის შესახებ“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მეორე, მუხლობრივ განხილვებს დაეთმობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე.საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი სამშაბათს, 3 სექტემბერს, ბოლო სესიაზე შეიკრიბება, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ამომრჩეველი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ახალი, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს. რეგლამენტის მიხედვით, არჩევნების გამო პარლამენტის სხდომები 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.კანონმდებლები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასახელებულ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით.19 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს როგორც სასჯელის შემცირებას, ისე პატიმართა ნაწილის გათავისუფლებას.ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.რაც შეეხება „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტს, დეპუტატებმა იგი პირველი მოსმენით 27 ივნისს მიიღეს.ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_107:0:1812:1279_1920x0_80_0_0_8f7ff85f318310b0d654541510f511cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი კვირა, რომელიც 3 სექტემბერს გაიხსნება, „ამნისტიის შესახებ“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მეორე, მუხლობრივ განხილვებს დაეთმობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი სამშაბათს, 3 სექტემბერს, ბოლო სესიაზე შეიკრიბება, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ამომრჩეველი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ახალი, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს. რეგლამენტის მიხედვით, არჩევნების გამო პარლამენტის სხდომები 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, რითაც პარლამენტის წევრებს საარჩევნო მარათონში ჩართვისა და ამომრჩევლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
კანონმდებლები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასახელებულ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
19 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს როგორც სასჯელის შემცირებას, ისე პატიმართა ნაწილის გათავისუფლებას.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.
რაც შეეხება „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტს, დეპუტატებმა იგი პირველი მოსმენით 27 ივნისს მიიღეს.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.