https://sputnik-georgia.com/20240902/tavdacvis-saministros-sakutari-sisxlis-banki-eqneba-289685706.html
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სისხლის ბანკი ექნება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სისხლის ბანკი ექნება
Sputnik საქართველო
2025 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოში ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ სისხლის ჩაბარება აიკრძალება. 02.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-02T11:00+0400
2024-09-02T11:00+0400
2024-09-02T11:00+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_44166d5558baae0677f79689cc2b5781.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საკუთარი სისხლის ბანკი იფუნქციონირებს, შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში მოხდება, იუწყება „პირველი არხი". თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სისხლის ბანკის გახსნის შესახებ მთავრობის განზრახვა 2024 წლის სამოქმედო გეგმაშია ასახული, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა.როგორც მთავრობაში განმარტავენ, თავდაცვის სამინისტროში ტრანსფუზიოლოგიის სისტემის არსებობა გულისხმობს სისხლის აღებას, კომპონენტების დამზადებას, შენახვას და ადმინისტრირებას, მუდმივად განახლებადი სტრატეგიული მარაგების შექმნას როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, განსაკუთრებული სიტუაციების დროს.მთავრობის ცნობით, სისხლის ბანკის ადმინისტრირებას გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი განახორციელებს.გარდა ამისა, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოში ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ სისხლის ჩაბარება აიკრძალება.კანონის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფოს სახელით დაფუძნებული, ცენტრალური სისხლის დაწესებულება კერძო სისხლის ბანკებს ჩაანაცვლებს. სისხლის ცენტრალური დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და მის შექმნაზე 16 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.ქვეყანაში შეიქმნება სისხლის სამი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ტესტირებაზე, შენახვასა და განაწილებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3bdb9f7a9797d8b7dc3cf5e36e14768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სისხლის ბანკი ექნება
2025 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოში ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ სისხლის ჩაბარება აიკრძალება.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საკუთარი სისხლის ბანკი იფუნქციონირებს, შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში მოხდება, იუწყება „პირველი არხი".
თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სისხლის ბანკის გახსნის შესახებ მთავრობის განზრახვა 2024 წლის სამოქმედო გეგმაშია ასახული, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, თავდაცვის სამინისტროში ტრანსფუზიოლოგიის სისტემის არსებობა გულისხმობს სისხლის აღებას, კომპონენტების დამზადებას, შენახვას და ადმინისტრირებას, მუდმივად განახლებადი სტრატეგიული მარაგების შექმნას როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, განსაკუთრებული სიტუაციების დროს.
მთავრობის ცნობით, სისხლის ბანკის ადმინისტრირებას გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი განახორციელებს.
გარდა ამისა, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოში ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ სისხლის ჩაბარება აიკრძალება.
კანონის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფოს სახელით დაფუძნებული, ცენტრალური სისხლის დაწესებულება კერძო სისხლის ბანკებს ჩაანაცვლებს. სისხლის ცენტრალური დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და მის შექმნაზე 16 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
ქვეყანაში შეიქმნება სისხლის სამი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ტესტირებაზე, შენახვასა და განაწილებაზე.