https://sputnik-georgia.com/20240902/saqartvelos-tavdacvis-ministri-somex-kolegas-shexvda-289688489.html
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
Sputnik საქართველო
მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 02.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-02T16:17+0400
2024-09-02T16:17+0400
2024-09-02T16:17+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0c/288975402_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_01e374ac79d667525013b8603e50f1fb.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.სომხეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 1 სექტემბერს ეწვია - ვიზიტი ქართული მხარის მოწვევით შედგა.სომხეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებებიც განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წელს გაფორმდა.შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ასევე სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ.შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0c/288975402_115:0:1138:767_1920x0_80_0_0_4aa0b30b89040d89a53c27b548aed247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სომხეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 1 სექტემბერს ეწვია - ვიზიტი ქართული მხარის მოწვევით შედგა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებებიც განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წელს გაფორმდა.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ასევე სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.