https://sputnik-georgia.com/20240902/rtveli-kaxetshi-13000-tona-kurzeni-gadamushavda-289692134.html
რთველი-2024: კახეთში 13 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
რთველი-2024: კახეთში 13 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს. 02.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-02T19:00+0400
2024-09-02T19:00+0400
2024-09-02T19:00+0400
საქართველო
რთველი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1e/289660047_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_e863046820b79b8d3f09b4066ef5ce57.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. „რთველი 2024“-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 13 ათას ტონამდეყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.კახეთში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და მთიან რაიონებში დასრულდება.ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 230 ღვინის საწარმო.მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ რქაწითელზე 0,2 ლარს შეადგენს.2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საქართველომ საზღვრებს გარეთ 156,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 24,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1e/289660047_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_acf2aa9eed776c4f8e371a68cb7f063e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რთველი-2024: კახეთში 13 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს.
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. „რთველი 2024“-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 13 ათას ტონამდეყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კახეთში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და მთიან რაიონებში დასრულდება.
2 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული ყურძნიდან 7,5 ათას ტონამდე „რქაწითელი", 2,3 ათას ტონამდე „საფერავი", ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ფასები ფიქსირდება 1 კგ „რქაწითელზე" - 1,07 ლარი, ხოლო 1 კგ „საფერავზე" - 1,3-1,4 ლარი.
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 230 ღვინის საწარმო.
მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ რქაწითელზე 0,2 ლარს შეადგენს.
2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.
2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საქართველომ საზღვრებს გარეთ 156,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 24,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.