https://sputnik-georgia.com/20240902/meria-mdinare-digmurazs-xidze-transportis-mozraoba-sheizgudeba-289692560.html
მერია: მდინარე დიღმურაზე მდებარე ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
მერია: მდინარე დიღმურაზე მდებარე ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
Sputnik საქართველო
უსაფრთხოების მიზნით შეიცვალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. 02.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-02T21:49+0400
2024-09-02T21:49+0400
2024-09-02T21:49+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩასა და მდინარე დიღმურაზე მდებარე გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, აღნიშნულ ხიდზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონიტორინგი ჩაატარა და სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე ამ ეტაპზე მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს.მძიმეწონიან ტრანსპორტს მოძრაობა შეეძლებათ მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი ახალი გზის გამოყენებით, ვასო გოძიაშვილის ქუჩის გავლით მარცხნივ მოხვევით, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით.მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით შეიცვალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვების პერიოდში, ავტობუსის N327, N367, N389 მარშრუტები ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრაობისას მარშალ გელოვანის გამზირიდან მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას, რის შემდეგ მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ გოძიაშვილის ქუჩაზე.თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: მდინარე დიღმურაზე მდებარე ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
უსაფრთხოების მიზნით შეიცვალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩასა და მდინარე დიღმურაზე მდებარე გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ხიდზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონიტორინგი ჩაატარა და სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე ამ ეტაპზე მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს.
ხიდზე დაწესებული შეზღუდვის გამო 3 სექტემბრის 24:00 საათიდან აღნიშნული ხიდიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის კვეთამდე, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე მოძრაობა დროებით ორმხრივად იქნება შესაძლებელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა სიმაღლე 2,8 მეტრს აღემატება ხიდზე გავლა შეეზღუდებათ.
მძიმეწონიან ტრანსპორტს მოძრაობა შეეძლებათ მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი ახალი გზის გამოყენებით, ვასო გოძიაშვილის ქუჩის გავლით მარცხნივ მოხვევით, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით.
მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით შეიცვალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.
კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვების პერიოდში, ავტობუსის N327, N367, N389 მარშრუტები ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრაობისას მარშალ გელოვანის გამზირიდან მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას, რის შემდეგ მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ გოძიაშვილის ქუჩაზე.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.