https://sputnik-georgia.com/20240902/27--seqtembers-saqartvelo-msoplio-turizmis-dges-umaspinzlebs-289679341.html
27 სექტემბერს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
27 სექტემბერს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გადაწყვეტილებით, საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება. 02.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-02T11:49+0400
2024-09-02T11:49+0400
2024-09-02T11:49+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/84/248248403_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_9d99a6e1500e109f679bff279088b76e.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველო, რეგიონში პირველად, 27 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day) აღინიშნება. ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს.მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს გასულ წელს მიანიჭეს. ინიციატივას ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც მოიცავს კულტურულ ღონისძიებების, თემატურს სადისკუსიო პანელების გამართვას და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილის მონახულებას, საქართველოს ეწვევიან UNWTO-ს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/84/248248403_395:288:2741:2047_1920x0_80_0_0_9ceb72328c85e6b9a5715af5f8827963.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
27 სექტემბერს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გადაწყვეტილებით, საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველო, რეგიონში პირველად, 27 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day) აღინიშნება. ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება.
2024 წელს დაგეგმილი ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს.
მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს გასულ წელს მიანიჭეს. ინიციატივას ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც მოიცავს კულტურულ ღონისძიებების, თემატურს სადისკუსიო პანელების გამართვას და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილის მონახულებას, საქართველოს ეწვევიან UNWTO-ს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.