თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

© United Airports of Georgiaთელავი
თელავი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2024
გამოწერა
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და განვითარებას.
თბილისი, 1-ელი სექტემბერი - Sputnik. თელავი მოკლემეტრაჟიანი ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს მტევანს“ 2-6 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 124 ქვეყნიდან 3.425 ფილმი შემოვიდა და სელექციის შედეგად შეირჩა 71 ფილმი, რომელთაგანაც საუკეთესოს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
მიმდინარე წელს გაიზარდა საკონკურსო პროგრამები და პრიზების რაოდენობაც. კერძოდ, პრიზები დაწესდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი როგორც მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური, ასევე ქართული სტუდენტური ფილმების კონკურსანტებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამაც მასტერკლასებისა და ვორქშოფების სახით, რომელსაც ჩაატარებენ უცხოელი და ქართველი კინემატოგრაფისტები.
წლევანდელი ფესტივალის მთავარ სიახლეს წარმოადგენს „ინდუსტრიული პლატფორმა“, რომლის ფარგლებში გაიმართება ფილმების პროექტების წარდგენა (Pitching). ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები.
ფილმების ჩვენება გაიმართება ისტორიულ მუზეუმში (ერეკლე II სასახლე), თელავის სამუსიკო სასწავლებელში, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნსა“ და ნადიკვარის პარკში.
ყველა ახალი ამბავი
0