მოტოციკლეტების და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2024
გამოწერა
სიახლეები, რომლებიც ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევიდა
თბილისი, 1-ელი სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან რიგი სიახლეები შევიდა ძალაში, რომლებიც მიმართულია როგორც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ, ისე მოქალაქეებისთვის ცხოვრების გამარტივებისკენ.
„Sputnik საქართველო" წარმოგიდგენთ სიახლეებს, რომლებიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა.
ბავშვთა უსაფრთხოება
1-ელი სექტემბრიდან საქართველოში სრულად აიკრძალება ნიტროზამინებისა და მათი კომპონენტების გამომყოფი მასალებისგან დამზადებული ბავშვთა საწოვარების გაყიდვა. ბაზარზე უკვე განთავსებული ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საშიში საწოვარების ქსელიდან ამოღება იგეგმება 6 თვის განმავლობაში.
ნიტროზამინები არის ორგანული ნაერთები, რომელსაც მცირე რაოდენობით შეიცავს წყალი და საკვები. ისინი წარმოიქმნება ნიტრიტებს ან ნიტრატებსა და გარკვეულ ამინებს შორის ქიმიური რეაქციის შედეგად და შეიძლება წარმოიქმნას მედიკამენტებში მათი წარმოების ან შენახვის დროს.
ადამიანის ჯანმრთელობა
საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შედის საკვებ პროდუქტებთან კონტაქტში მყოფი მასალების სპეციალური ეტიკეტირება. ასეთ მასალებსა და პროდუქციას მიეკუთვნება შეფუთვა და საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილი კონტეინერები, ასევე საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი აღჭურვილობა, სამზარეულო და სასადილო ჭურჭელი.
საქართველოში გაყიდვაში ჩაშვებულ ყველა მასალას უნდა ჰქონდეს სპეციალური აღნიშვნა „სასურსათო პროდუქტებისთვის“ და უნდა იყოს დამზადებული ისე, რომ მათში შემავალმა კომპონენტებმა პროდუქტის ხანგრძლივი გამოყენებისას არ დააზარალოს ადამიანის ჯანმრთელობა, არ გამოიწვიოს პროდუქტის ხარისხის გაუარესება ან მისი არასასურველი ცვლილებები.
კურიერი უფრო სწრაფად მოვა
1-ელი სექტემბრიდან მოტოციკლებისა და მოპედებისთვის, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და A კატეგორიის ტაქსებთან ერთად, ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება.
კერძოდ, მოპედებსა და მოტოციკლებს შეეძლებათ გადაადგილება სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე, მაგრამ არ შეეძლებათ გაჩერდნენ მგზავრების ასაყვანად ან ჩამოსასმელად.
თბილისში მოპედებს ძირითადად კურიერები იყენებენ, ამიტომ აღნიშნული ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მიწოდების დროის შემცირება უსაფრთხო პირობებში.
ამნისტია ძველი პასპორტის მქონე პირთათვის
საქართველოში ძველი ტიპის პირადობის მოწმობების მოქმედების ვადა, რომელიც 1-სექტემბრიდან უნდა გაუქმებულიყო, ერთი თვით - 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
საუბარია 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ არაელექტრონულ (ლამინირებულ) პირადობის მოწმობებზე - ქვეყანაში ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები , ე.წ. ID-ბარათები 2011 წლის 1-ელის აგვისტოდან გამოჩნდა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დროებითია და არ ნიშნავს დოკუმენტების მოქმედების ვადის გაგრძელებას. აღნიშნული დოკუმენტის მქონე პირები სოციალური დახმარების, პენსიებისა და სხვა შეღავათების მიღებას მხოლოდ ბანკის შესაბამის ფილიალებში ვიზიტის შედეგად შეძლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0