https://sputnik-georgia.com/20240901/ivanishvilma-ochxikidzes-paralimpiuri-tamashebze-gamarjveba-miuloca-289682338.html
ივანიშვილმა ქართველ პარამძლეოსანს პარალიმპიურ თამაშებში გამარჯვება მიულოცა
ივანიშვილმა ქართველ პარამძლეოსანს პარალიმპიურ თამაშებში გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
პარამძლეოსანმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა 01.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-01T20:17+0400
2024-09-01T20:17+0400
2024-09-01T20:17+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/14/289523538_0:163:2049:1315_1920x0_80_0_0_4ce09be425c89e24e6cdb81754dfd28e.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქართველ პარამძლეოსანს, გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა.როგორც ივანიშვილმა მისალოც ტექსტში დაწერა, აღსანიშნავია ახალგაზრდა პარალიმპიელი ანა ჯაფარიძეც, რომელმაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია და პარატაეკვონდოში საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/14/289523538_38:0:2009:1478_1920x0_80_0_0_b40fc1da247b3c9a9638a4e3bc1dbc43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ივანიშვილმა ქართველ პარამძლეოსანს პარალიმპიურ თამაშებში გამარჯვება მიულოცა
პარამძლეოსანმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქართველ პარამძლეოსანს, გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„გილოცავთ! ქართველი პარამძლეოსანი, გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია! ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ ქართველი ოლიმპიელების წარმატებულ გამოსვლას პარალიმპიელებიც ღირსეულად გააგრძელებდნენ. ჩვენი პარალიმპიელები მუდმივად აღგვაფრთოვანებენ თავიანთი შრომისა და ბრძოლის ჟინით“, - დაწერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც ივანიშვილმა მისალოც ტექსტში დაწერა, აღსანიშნავია ახალგაზრდა პარალიმპიელი ანა ჯაფარიძეც, რომელმაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია და პარატაეკვონდოში საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
„კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და გამარჯვებებს ვუსურვებ ქართველ პარალიმპიელებს, ვისითაც მთელი ქვეყანა ვამაყობთ!“,- აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.
ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.