https://sputnik-georgia.com/20240901/gwp-isnis-mosaxleobas-aprtxilebs-289678663.html
თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 01.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-01T15:49+0400
2024-09-01T15:49+0400
2024-09-01T15:49+0400
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_0:80:1924:1162_1920x0_80_0_0_bc43363d58ea1c867dcf46f42c1656ee.jpg
თბილისი, 1-ელი სექტემბერი – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 2 სექტემბრის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.GWP-ს ცნობით, კომპანია ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:ისნის რაიონში: დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის ქუჩებს. მუკუზანის და მაჭარის შესახვევებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს. დოლაბაურის ქუჩის, ქეთევან წამებულის გამზირის და მოედნის ნაწილს.კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_136:0:1789:1240_1920x0_80_0_0_b3d5d56b5a97e89c8cd4969c4a595c39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 1-ელი სექტემბერი – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 2 სექტემბრის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის ქუჩებს. მუკუზანის და მაჭარის შესახვევებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს. დოლაბაურის ქუჩის, ქეთევან წამებულის გამზირის და მოედნის ნაწილს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.