https://sputnik-georgia.com/20240901/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-1-seqtemberi-289669904.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1–ლი სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1–ლი სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 01.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-01T00:15+0400
2024-09-01T00:15+0400
2024-09-01T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/09/278421868_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_8b797d6185dd0fdc45c06a91ecdb5bfe.jpg
დღეს 2024 წლის 1–ლი სექტემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.თუ ელოდებით, რომ დღეს თქვენ სახლში ან სამსახურში თეთრ ცხენზე ამხედრებული დიდებული პრინცი ან ულამაზესი პრინცესა შემოიხედავს – სულ ტყუილად. დღეს არააქტუალურია რომანტიკა, ვნებები და მგზნებარე სიყვარული. სამაგიეროდ კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობებისთვის, გააზრებული ქორწინებისა და საქორწინო კონტრაქტების დადებისთვის. ასევე ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც ლოგიკურობასა და ყურადღებას, წესრიგს მოითხოვს.ვერძი: დღეს ისე, როგორც არასდროს, საკუთარი ორგანიზატორული თვისებებით ყველას (და მათ შორის, საკუთარი თავის) გაოცება შეგიძლიათ. თუნდაც გუშინ გარშემომყოფებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდათ თქვენში ამ თვისებების „გაღვიძებისთვის“, მაგრამ დღეს ეს სულ არაა საჭირო. დღეს სხვების დარწმუნების თქვენეული უნარი იქნება პოზიტიური ემოციებით „გამტკიცებული“ და უზადო ლოგიკასთან შერწყმული. ასეთი „არსენალისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა გარშემომყოფებს ნამდვილად გაუჭირდებათ.კურო: დღეს თქვენი დევიზი შეიძლება გახდეს – „ყველაზე მნიშვნელოვანია წესრიგი სახლში“. და ეს არ ეხება მხოლოდ სახლის დასუფთავებას, არამედ პირადი საქმეების მოწესრიგებასაც. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ განამტკიცოთ ურთიერთობები ახლობლებთან, მოაგვაროთ ოჯახში დაგროვებული უთანხმოებები, გაუგებრობები. ასევე არ გაწყენთ სახლის ახლებურად მოწყობაც.ტყუპი: თქვენი წარმატების გარანტი – ეს თანამიმდევრულობაა, საქმეებში თანდათანობით წინ წაწევა. თქვენი გონება მკაფიოდ და სწრაფად იმუშავებს და საქმეც ბევრი გექნებათ. ურთიერთობებში იმპულსურობის ნაცვლად იმდენად დიდ გონივრულობას ამჟღავნებთ, რომ გარშემომყოფებს გააკვირვებთ კიდეც. საქმეებში ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ, სასიყვარულო ურთიერთობებში კი, რა გითხრათ – თქვენმა პარტნიორმა, შესაძლოა, მოწყენილობისგან მთქნარებაც კი დაიწყოს.კირჩხიბი: დღეს აუცილებელი გახდება, რომ თქვენს ფინანსებში გაერკვეთ. აჯობებს, თუ ამ საქმეს სამომავლოდ არ გადადებთ იმიტომ, რომ ეს დრო საუკეთესოა ამ საქმიანობისთვის. კარგი იქნება, თუ დააწყობთ უახლოესი მომავლის ძირითად გეგმებს და განსაკუთრებულ ყურადღებას შემოსავლებსა და ხარჯებს დაუთმობთ. ასეთ შემთხვევაში ამ გეგმების წარმატების შანსი ძალზე მაღალი იქნება.ლომი: დღეს მოგინდებათ, რომ ყველაფერში ლოგიკა და ფარული აზრი დაინახოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ გარშემომყოფები თქვენს განწყობას არ გაიზიარებენ. არაუშავს, სანერვიულო არაფერია, მშვიდად მიხედეთ თქვენს საქმეებს და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. განსაკუთრებით წარმატებული იქნებით იმ საქმეებში, რომლებიც თანამიმდევრულობასა და ლოგიკურობას მოითხოვს, ამიტომ არ ღირს ზედმეტი ემოციების „დახარჯვა“ სხვა რამეებზე.ქალწული: რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, თქვენ მაინც დიდ კედელს აღმართავთ საკუთარ თავსა და ირგვლივ არსებულ სინამდვილეს შორის. დაე, შეიშალოს სამყარო, ყველა ჭკუიდან გადავიდეს – თქვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საკუთარ საქმეებში იქნებით ჩაფლული. არაფერი ღირს, მთელი სამყაროც კი, რომ თქვენს საქმეებს მოსწყდეთ. ერთადერთი, შეიძლება (სულ ცოტა ხნით) მის უცნაურობებსა და ნაკლოვანებებზე საუბარი...სასწორი: დღეს გექნებათ შანსი, რომ ნებისმიერი შოუს ორგანიზება მოაწყოთ. საკითხი ისაა, თუ რა სახის შოუ იქნება ეს – ლამაზი სანახაობა უამრავი მაყურებლით თუ ბანალური ოჯახური სცენა ჭურჭლის მტვრევითა და მაღალ ტონში ლაპარაკით. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს თქვენი არტისტული ბუნება და ნიჭი ზენიტში იქნება. ისღა დაგრჩენიათ, რომ ის რამე „სიმპათიური“ ღონისძიებისთვის გამოიყენოთ.მორიელი: დღეს თქვენს დღის წესრიგში ორგანიზაციასა და დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები იდგება. ის, რაც არ ეწერება დადგენილ ნორმებსა და წესებში, თქვენთვის მიუღებელი გახდება. ეცადეთ, რომ ეს ძლიერ გაღიზიანებაში არ გადაიზარდოს. და თუ არ გინდათ, რომ „დიდი მორალისტის“ იარლიყი მოგეწებოთ, ნუ ეცდებით გარშემომყოფებისთვის მორალის წაკითხვას – დაუთმეთ ეს, მაგალითად, ლაფონტენს, მას უფრო კარგად გამოსდიოდა...მშვილდოსანი: კარგი დღე გელოდებათ, მაღალია შემოქმედებითი პოტენციალი, გაჩნდება მრავალი შესანიშნავი იდეა. მზად ხართ შრომისთვის. ადამიანები გვერდში დაგიდებიან. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს და რამე სახის ერთობლივ მეგობრულ ღონისძიებას მოაწყობთ, წახვალთ სადმე, ისაუბრებთ საინტერესო თემებზე. ასეთ შემთხვევაში მეგობრული ატმოსფერო და პოზიტიური ემოციები გარანტირებული გაქვთ.თხის რქა: ამ დღეს თქვენთვის კატეგორიულად „უკუნაჩვენებია“ ნებისმიერი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. თუ უფროსი მაინც მოინდომებს თქვენთან შეხვედრას და „წითელ ხალიჩაზე“ გამოგიძახებთ, ან ტელეფონით ეცდება თქვენთან დაკავშირებას, ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს თავიდან აირიდოთ – მოიფიქრეთ მიზეზი (მოულოდნელი შაკიკი, ავადმყოფი ბებია... წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ეს საუბარი ხმამაღალ კამათში გადაიზარდოს და ბოლოს გათავისუფლებასაც არაფერი დააკლდება.მერწყული: დღეს თქვენ წინაშე ორი კითხვა დადგება: „ვინ არის დამნაშავე“ და „რა გავაკეთო“. თუ მეორე კითხვაზე პასუხის პოვნის შანსი ნაკლებია, პირველზე – დამნაშავეთა პოვნის საკითხში ბადალი არ გეყოლებათ. ფიქრი სამართლიანობაზე, იმაზე, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს, საკუთარ გეგმებს დაგავიწყებთ. იქნებ, სჯობს, თავი დაანებოთ დამნაშავეების ძებნას და საკუთარ საქმეებს მიხედოთ?თევზები: არის რისკი იმისა, რომ მთელი დღე სხვისი პრობლემებისა და საკითხების გადაჭრაში გაატაროთ. ამის გამო საკუთარი საქმეები და გეგმები შეიძლება მეორე პლანზე გადავიდეს. სამაგიეროდ, ამას თავისი პლუსიც აქვს – სხვების დახმარების წყალობით გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ახალი მეგობრები და მოკავშირეები შეიძინოთ, რაც, აშკარად ცუდი არაა.
https://sputnik-georgia.com/20230710/vin-gadarceba-ukacriel-kunzulze-zodiaqo-kruzo-279404867.html
https://sputnik-georgia.com/20171218/mimndobi-adamiani-xarT-Tu-eWviani-238563348.html
https://sputnik-georgia.com/20190117/astroreitingi-zodiaqos-yvelaze-keTili-niSnebi-243923451.html
https://sputnik-georgia.com/20231129/zodiaqos-eqvsi-nisani-da-mati-savi-sia-284579144.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/09/278421868_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_383e6b7688bd5e271bc1ab683cd25337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1–ლი სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 1–ლი სექტემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
თუ ელოდებით, რომ დღეს თქვენ სახლში ან სამსახურში თეთრ ცხენზე ამხედრებული დიდებული პრინცი ან ულამაზესი პრინცესა შემოიხედავს – სულ ტყუილად. დღეს არააქტუალურია რომანტიკა, ვნებები და მგზნებარე სიყვარული. სამაგიეროდ კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობებისთვის, გააზრებული ქორწინებისა და საქორწინო კონტრაქტების დადებისთვის. ასევე ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც ლოგიკურობასა და ყურადღებას, წესრიგს მოითხოვს.
ვერძი: დღეს ისე, როგორც არასდროს, საკუთარი ორგანიზატორული თვისებებით ყველას (და მათ შორის, საკუთარი თავის) გაოცება შეგიძლიათ. თუნდაც გუშინ გარშემომყოფებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდათ თქვენში ამ თვისებების „გაღვიძებისთვის“, მაგრამ დღეს ეს სულ არაა საჭირო. დღეს სხვების დარწმუნების თქვენეული უნარი იქნება პოზიტიური ემოციებით „გამტკიცებული“ და უზადო ლოგიკასთან შერწყმული. ასეთი „არსენალისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა გარშემომყოფებს ნამდვილად გაუჭირდებათ.
კურო: დღეს თქვენი დევიზი შეიძლება გახდეს – „ყველაზე მნიშვნელოვანია წესრიგი სახლში“. და ეს არ ეხება მხოლოდ სახლის დასუფთავებას, არამედ პირადი საქმეების მოწესრიგებასაც. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ განამტკიცოთ ურთიერთობები ახლობლებთან, მოაგვაროთ ოჯახში დაგროვებული უთანხმოებები, გაუგებრობები. ასევე არ გაწყენთ სახლის ახლებურად მოწყობაც.
ტყუპი: თქვენი წარმატების გარანტი – ეს თანამიმდევრულობაა, საქმეებში თანდათანობით წინ წაწევა. თქვენი გონება მკაფიოდ და სწრაფად იმუშავებს და საქმეც ბევრი გექნებათ. ურთიერთობებში იმპულსურობის ნაცვლად იმდენად დიდ გონივრულობას ამჟღავნებთ, რომ გარშემომყოფებს გააკვირვებთ კიდეც. საქმეებში ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ, სასიყვარულო ურთიერთობებში კი, რა გითხრათ – თქვენმა პარტნიორმა, შესაძლოა, მოწყენილობისგან მთქნარებაც კი დაიწყოს.
კირჩხიბი: დღეს აუცილებელი გახდება, რომ თქვენს ფინანსებში გაერკვეთ. აჯობებს, თუ ამ საქმეს სამომავლოდ არ გადადებთ იმიტომ, რომ ეს დრო საუკეთესოა ამ საქმიანობისთვის. კარგი იქნება, თუ დააწყობთ უახლოესი მომავლის ძირითად გეგმებს და განსაკუთრებულ ყურადღებას შემოსავლებსა და ხარჯებს დაუთმობთ. ასეთ შემთხვევაში ამ გეგმების წარმატების შანსი ძალზე მაღალი იქნება.
ლომი: დღეს მოგინდებათ, რომ ყველაფერში ლოგიკა და ფარული აზრი დაინახოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ გარშემომყოფები თქვენს განწყობას არ გაიზიარებენ. არაუშავს, სანერვიულო არაფერია, მშვიდად მიხედეთ თქვენს საქმეებს და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. განსაკუთრებით წარმატებული იქნებით იმ საქმეებში, რომლებიც თანამიმდევრულობასა და ლოგიკურობას მოითხოვს, ამიტომ არ ღირს ზედმეტი ემოციების „დახარჯვა“ სხვა რამეებზე.
ქალწული: რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, თქვენ მაინც დიდ კედელს აღმართავთ საკუთარ თავსა და ირგვლივ არსებულ სინამდვილეს შორის. დაე, შეიშალოს სამყარო, ყველა ჭკუიდან გადავიდეს – თქვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საკუთარ საქმეებში იქნებით ჩაფლული. არაფერი ღირს, მთელი სამყაროც კი, რომ თქვენს საქმეებს მოსწყდეთ. ერთადერთი, შეიძლება (სულ ცოტა ხნით) მის უცნაურობებსა და ნაკლოვანებებზე საუბარი...
სასწორი: დღეს გექნებათ შანსი, რომ ნებისმიერი შოუს ორგანიზება მოაწყოთ. საკითხი ისაა, თუ რა სახის შოუ იქნება ეს – ლამაზი სანახაობა უამრავი მაყურებლით თუ ბანალური ოჯახური სცენა ჭურჭლის მტვრევითა და მაღალ ტონში ლაპარაკით. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს თქვენი არტისტული ბუნება და ნიჭი ზენიტში იქნება. ისღა დაგრჩენიათ, რომ ის რამე „სიმპათიური“ ღონისძიებისთვის გამოიყენოთ.
მორიელი: დღეს თქვენს დღის წესრიგში ორგანიზაციასა და დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები იდგება. ის, რაც არ ეწერება დადგენილ ნორმებსა და წესებში, თქვენთვის მიუღებელი გახდება. ეცადეთ, რომ ეს ძლიერ გაღიზიანებაში არ გადაიზარდოს. და თუ არ გინდათ, რომ „დიდი მორალისტის“ იარლიყი მოგეწებოთ, ნუ ეცდებით გარშემომყოფებისთვის მორალის წაკითხვას – დაუთმეთ ეს, მაგალითად, ლაფონტენს, მას უფრო კარგად გამოსდიოდა...
მშვილდოსანი: კარგი დღე გელოდებათ, მაღალია შემოქმედებითი პოტენციალი, გაჩნდება მრავალი შესანიშნავი იდეა. მზად ხართ შრომისთვის. ადამიანები გვერდში დაგიდებიან. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს და რამე სახის ერთობლივ მეგობრულ ღონისძიებას მოაწყობთ, წახვალთ სადმე, ისაუბრებთ საინტერესო თემებზე. ასეთ შემთხვევაში მეგობრული ატმოსფერო და პოზიტიური ემოციები გარანტირებული გაქვთ.
თხის რქა: ამ დღეს თქვენთვის კატეგორიულად „უკუნაჩვენებია“ ნებისმიერი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. თუ უფროსი მაინც მოინდომებს თქვენთან შეხვედრას და „წითელ ხალიჩაზე“ გამოგიძახებთ, ან ტელეფონით ეცდება თქვენთან დაკავშირებას, ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს თავიდან აირიდოთ – მოიფიქრეთ მიზეზი (მოულოდნელი შაკიკი, ავადმყოფი ბებია... წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ეს საუბარი ხმამაღალ კამათში გადაიზარდოს და ბოლოს გათავისუფლებასაც არაფერი დააკლდება.
მერწყული: დღეს თქვენ წინაშე ორი კითხვა დადგება: „ვინ არის დამნაშავე“ და „რა გავაკეთო“. თუ მეორე კითხვაზე პასუხის პოვნის შანსი ნაკლებია, პირველზე – დამნაშავეთა პოვნის საკითხში ბადალი არ გეყოლებათ. ფიქრი სამართლიანობაზე, იმაზე, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს, საკუთარ გეგმებს დაგავიწყებთ. იქნებ, სჯობს, თავი დაანებოთ დამნაშავეების ძებნას და საკუთარ საქმეებს მიხედოთ?
თევზები: არის რისკი იმისა, რომ მთელი დღე სხვისი პრობლემებისა და საკითხების გადაჭრაში გაატაროთ. ამის გამო საკუთარი საქმეები და გეგმები შეიძლება მეორე პლანზე გადავიდეს. სამაგიეროდ, ამას თავისი პლუსიც აქვს – სხვების დახმარების წყალობით გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ახალი მეგობრები და მოკავშირეები შეიძინოთ, რაც, აშკარად ცუდი არაა.