https://sputnik-georgia.com/20240901/azerbaijanshi-riggareshe-saparlamento-archevnebi-tardeba-289681146.html
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება
Sputnik საქართველო
პარლამენტში 125 ადგილის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძვის. 01.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-01T16:18+0400
2024-09-01T16:18+0400
2024-09-01T16:18+0400
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
ახალი ამბები
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24002/71/240027100_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_60cd766ff2ae863c8d527655a9c0fd10.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვირას, 1-ელ სექტემბერს ტარდება.საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათამდე გაგრძელდება.არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. გამარჯვებული თავის ოლქში გახდება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას მიიღებს. აზერბაიჯანის 125-კაციან პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.ცესკოს მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6,343 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 54 - ყარაბაღის ტერიტორიაზე. სულ ქვეყანაში 6 მლნ 421 ათას 960 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 51 ათასზე მეტი პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.ცესკო პირველადი შედეგების გამოცხადებას 2 სექტემბრის ღამეს გეგმავს, საბოლოო შედეგებს კი 20 დღის განმავლობაში გამოაცხადებს.კანონის თანახმად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კენჭისყრა გადაიდო, რადგან სწორედ ამ დროს აზერბაიჯანი გაეროს კლიმატურ კონფერენციას, COP29-ს უმასპინძლებს, რომელზეც 80 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24002/71/240027100_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_dbabd68c3ff50068644e77cc3fbf2114.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია
აზერბაიჯანი, პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება
პარლამენტში 125 ადგილის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძვის.
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვირას, 1-ელ სექტემბერს ტარდება.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. გამარჯვებული თავის ოლქში გახდება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას მიიღებს. აზერბაიჯანის 125-კაციან პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.
ცესკოს მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6,343 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 54 - ყარაბაღის ტერიტორიაზე. სულ ქვეყანაში 6 მლნ 421 ათას 960 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 51 ათასზე მეტი პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.
ცესკო პირველადი შედეგების გამოცხადებას 2 სექტემბრის ღამეს გეგმავს, საბოლოო შედეგებს კი 20 დღის განმავლობაში გამოაცხადებს.
კანონის თანახმად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კენჭისყრა გადაიდო, რადგან სწორედ ამ დროს აზერბაიჯანი გაეროს კლიმატურ კონფერენციას, COP29-ს უმასპინძლებს, რომელზეც 80 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს.