https://sputnik-georgia.com/20240901/archvnebi-2024-partiebis-registracia-dasrulda-289681433.html
არჩევნები 2024: პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
არჩევნები 2024: პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
პოლიტიკურმა პარტიებმა 26 სექტემბრამდე ცესკოში პარტიული სიები უნდა წარადგინონ. 01.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-01T19:00+0400
2024-09-01T19:00+0400
2024-09-01T19:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896240_0:30:1179:693_1920x0_80_0_0_6906106c586f3bce2de660f2d219da24.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცესკოში 27 პარტიაა რეგისტრირებული. არაკვალიფიციურ პარტიებს, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციაზე განაცხადი 15 ივლისამდე უნდა შეეტანათ ცესკოში. ყველა პარტიას, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარედგინა არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. ცესკოს განაცხადით 30-მა პარტიამ მიმართა, მათგან 2-ის განაცხადი არ განხილულა, დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა, 11-ს კი უარი ეთქვა.რაც შეეხება იმ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია.პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896240_68:0:1116:786_1920x0_80_0_0_a460e86064337793e1e29179fbd16a7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
არჩევნები 2024: პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
პოლიტიკურმა პარტიებმა 26 სექტემბრამდე ცესკოში პარტიული სიები უნდა წარადგინონ.
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცესკოში 27 პარტიაა რეგისტრირებული.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოსთვის მიმართვის ვადა განსხვავებული იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.
არაკვალიფიციურ პარტიებს, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციაზე განაცხადი 15 ივლისამდე უნდა შეეტანათ ცესკოში. ყველა პარტიას, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარედგინა არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. ცესკოს განაცხადით 30-მა პარტიამ მიმართა, მათგან 2-ის განაცხადი არ განხილულა, დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა, 11-ს კი უარი ეთქვა.
რაც შეეხება იმ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.