https://sputnik-georgia.com/20240901/alaverdis-tazris-sareabilitacio-samushaoebi-mimdinareobs-289680305.html
ალავერდის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ალავერდის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ალავერდის ტაძარს ზიანი 25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა მიაყენა. 01.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-01T17:51+0400
2024-09-01T17:51+0400
2024-09-01T17:51+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/28/240232882_0:101:2048:1253_1920x0_80_0_0_894f7bc54a6c08d27c52d17489d53d90.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის სტრუქტურას კონსტრუქტორებისა და არქიტექტორ-რესტავრატორების ჯგუფი იკვლევს, რის საფუძველზეც შემუშავდება ჯვრის აღმართვის პროექტი, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა ალავერდის ტაძარს ზიანი მიაყენა. ძლიერმა ქარმა გუმბათს თუნუქის საფარი გადახადა, დააზიანა კრამიტის სახურავი, ჩაამსხვია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დააზიანა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები. სტიქიის შდეგად ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა.სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე საჭირო გახდა გადახურვის ზედა ნაწილის გახსნა - კერძოდ, სპეციალისტების მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ჯვრის დასამაგრებელი ხის კონსტრუქციები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს.უწყების ცნობით, სამონასტრო კომპლექსში გრძელდება საეპისკოპოსო სახლზე კრამიტის საბურველის მოწყობა. მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოებიც.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტიქიის შემდეგ ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.ალავერდში 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა გაიგზავნა.ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/28/240232882_122:0:1926:1353_1920x0_80_0_0_5b257ce0a9088335c5334feb79220e87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
ალავერდის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ალავერდის ტაძარს ზიანი 25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა მიაყენა.
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის სტრუქტურას კონსტრუქტორებისა და არქიტექტორ-რესტავრატორების ჯგუფი იკვლევს, რის საფუძველზეც შემუშავდება ჯვრის აღმართვის პროექტი, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა ალავერდის ტაძარს ზიანი მიაყენა. ძლიერმა ქარმა გუმბათს თუნუქის საფარი გადახადა, დააზიანა კრამიტის სახურავი, ჩაამსხვია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დააზიანა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები. სტიქიის შდეგად ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა.
სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე საჭირო გახდა გადახურვის ზედა ნაწილის გახსნა - კერძოდ, სპეციალისტების მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ჯვრის დასამაგრებელი ხის კონსტრუქციები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს.
უწყების ცნობით, სამონასტრო კომპლექსში გრძელდება საეპისკოპოსო სახლზე კრამიტის საბურველის მოწყობა. მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოებიც.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტიქიის შემდეგ ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.ალავერდში 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა გაიგზავნა.
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.