ზვიად ზურაბაშვილმა სასამართლოზე ცოლის და მეგობრების მკვლელობა აღიარა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია თელავში
საპატრულო პოლიცია თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2024
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 38 წლის მეუღლე, ასევე 39 და 44 წლის მეგობრები მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა.
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
მოსამართლე თამარ კაპანაძემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროკურორი დავით გველესიანი სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ სხდომაზე ალტერნატიული შუამდგომლობა არ დააყენეს. თავად ბრალდებულმა პროცესზე დანაშაული აღიარა და მოტივზეც ისაუბრა. მისივე სიტყვებიდან ცხადი გახდა, რომ დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა. ის ჩადენილს არ ნანობს.
„მე პოზიციას დავაფიქსირებ, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს?! ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს”, - თქვა ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა.
წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 38 წლის მეუღლე, ასევე 39 და 44 წლის მეგობრები მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა.
მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0