რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerჭავჭავაძის გამზირი
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2024
გამოწერა
2024 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის ივლისში თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2023 წლის ივლისთან შედარებით 1%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,6 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ის ბაზრის მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 10%-ით და 242 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 6%-ით, ძველი ბინების კი 12%-ით შემცირდა.
2024 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0