https://sputnik-georgia.com/20240831/mesaxteebis-mdgomareobis-gaumjobesebaze-musaoba-momavalsic-gagrzeldeba-premieri-289676463.html
მეშახტეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება - პრემიერი
მეშახტეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება - პრემიერი
Sputnik საქართველო
მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული, თუმცა ასევე გამორჩეულად საამაყო, აღნიშნა კობახიძემ. 31.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-31T19:09+0400
2024-08-31T19:09+0400
2024-09-01T01:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286262585_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_94f11dcde143aa5a5fbe447bfcd6b990.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. მაღაროელების ხელფასები 2019 წლიდან 80%-ით გაიზარდა, თავად შახტები გახდა უსაფრთხო და მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ქართველ მაღაროელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის ისტორია თითქმის ორ საუკუნეს ითვლის. წელს ტყიბულში ქვანახშირის მრეწველობის ისტორიის 175 წელი შესრულდა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შახტების განვითარება გაგრძელდება და ეს ფაქტი ტყიბულელებზე დადებითად აისახება.„მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა, ასევე გამორჩეულად საამაყო“, - აღნიშნა კობახიძემ.საქართველოში მეშახტის დღე აღინიშნება>>2019 წელს, 2018 წლის ტრაგედიების სერიის შემდეგ, რომლის დროსაც ტყიბულის შახტებში 10 ადამიანი დაიღუპა, „საქნახშირის“ მაღაროს მართვის კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კერძოდ, დაინერგა პრემიების სისტემა, გაიზარდა ხელფასები, დაასაქმეს ახალი კადრები, გადამზადდნენ თანამშრომლები, განხორციელდა შახტების გადაიარაღება.კომპანია „საქნახშირში“ 1250 ადამიანი მუშაობს, მათგან 600 უშუალოდ მოიპოვებს ქვანახშირს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286262585_321:0:1546:919_1920x0_80_0_0_3d0a3f9419cd233edfc5453fbdcd1c6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
მეშახტეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება - პრემიერი
19:09 31.08.2024 (განახლებულია: 01:21 01.09.2024) მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული, თუმცა ასევე გამორჩეულად საამაყო, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. მაღაროელების ხელფასები 2019 წლიდან 80%-ით გაიზარდა, თავად შახტები გახდა უსაფრთხო და მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ქართველ მაღაროელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის ისტორია თითქმის ორ საუკუნეს ითვლის. წელს ტყიბულში ქვანახშირის მრეწველობის ისტორიის 175 წელი შესრულდა.
„მე მახსოვს, 2017-2018 წლებში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა იყო, რაც დაკავშირებული იყო მეშახტის შრომასთან. პრობლემები იყო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შახტების გადაიარაღებასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ეს პრობლემები გადაჭრის გზაზეა. 80%-ით გაიზარდა მას შემდეგ მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შახტების განვითარება გაგრძელდება და ეს ფაქტი ტყიბულელებზე დადებითად აისახება.
„მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა, ასევე გამორჩეულად საამაყო“, - აღნიშნა კობახიძემ.
2019 წელს, 2018 წლის ტრაგედიების სერიის შემდეგ, რომლის დროსაც ტყიბულის შახტებში 10 ადამიანი დაიღუპა, „საქნახშირის“ მაღაროს მართვის კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კერძოდ, დაინერგა პრემიების სისტემა, გაიზარდა ხელფასები, დაასაქმეს ახალი კადრები, გადამზადდნენ თანამშრომლები, განხორციელდა შახტების გადაიარაღება.
კომპანია „საქნახშირში“ 1250 ადამიანი მუშაობს, მათგან 600 უშუალოდ მოიპოვებს ქვანახშირს.